"ლეხმა" კვეკვესკირს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა "ლეხთან" კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა.

კვეკვესკირი პოზნანურ" გუნდში 2021 წლის იანვარში გადავიდა და მეორედ გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება.

"შეიძლება ითქვას, ნიკამ ჩვენთან მესამედ გააფორმა კონტრაქტი. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ და ისიც მტკიცედ დაუკავშირდა კლუბსა და ქალაქს. აქ თავს შესანიშნავად გრძნობს", - განაცხადა "ლეხის" სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამ.

ნიკამ "ლეხში" ყველა ტურნირზე 84 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული