ხვალ, 23 ოქტომბერს, "რომა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რომაული გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტმა პორტუგალიელს ჰკითხა, იყვნენ თუ არა დაინტერესებული დედაქალაქელები მისი შეძენით გასულ ზაფხულს და როგორ აპირებენ ხვალინდელ მატჩში ქართველის შეჩერებას.
"თუ მატჩის დროს ჩემთან ახლოს ჩაივლის, ვეცდები დავარტყა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ახლა ძალიან მარტივია იმის თქმა, რომ ქართველი ყველას აინტერესებდა, მთავარი ისაა, რომ "ნაპოლიში" წავიდა, კლუბმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და ძალიან კარგი ფეხბურთელი დაიმატა. თავის მხრივ, კვარაცხელიამაც კარგი არჩევანი გააკეთა", - უპასუხა მოურინიომ.
შეგახსენებთ,
"ხვიჩა განსაკუთრებულია, ვკითხე მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად... " სპალეტი კვარაზე საუბრობს
"კვარადონა"... "კვარაჯო"... თუ უბრალოდ "კვარა"? - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე