მამარდაშვილის "ვალენსია" სახლში "მალიორკასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „მალიორკასთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძლებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, დიდი ძალებით, ოღონდ უხიფათოდ შეუტიეს, სტუმრები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. მე-13 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ თავადვე გამოასწორა. მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტით „ვალენსია“ კავანიმ დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მეოთხე გოლი გაიტანა. მერე მურიქიმ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. მალე „მალიორკას“ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ალმეიდას გატანა გიორგიმ არ დაანება. თუმცა, 83-ე წუთზე „ღამურების“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლიმ ახლო მანძილიდან დალაშქრა ქართველის კარი და
თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ვალენსია“ 15 ქულით მე-9 ადგილზეა და 29 ოქტომბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 41 199 მაყურებელი
ვალენსია - მალიორკა 1:2
გოლები: 1:0 კავანი (52, პენ), 1:1 მურიქი (66, პენ) 1:2 ლი (83)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალზე უსახური გუნდია.არავითარი კრეატივი.უტევენ უაზროდ. არ იგრძნობა მწვრთნელის ხელი.
ჯუჯი
23:54 22-10-2022
1
კატატსოროფა დაცვა ყავთ
beqa
22:53 22-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული