ქინქლაძის როლი კვარაცხელიას "სიტიში" ტრანსფერში - რას იმედოვნებს მანჩესტერული გუნდის ხელმძღვანელობა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ უცხოურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ფეხბურთის გრანდები: "მანჩესტერ სიტი", "პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" აკვირდებიან. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ცნობით, "ქალაქელების" ქართველის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და ტრანსფერის გაჩარხვაში გიორგი ქინქლაძის იმედი აქვთ.

"ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს და ახალ ქვეყანაში გატარებული 3 თვის შემდეგ გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს. "მანჩესტერ სიტი" მის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს. "ქალაქელებს" ქართველები გამორჩეულად უყვართ, გიორგი ქინქლაძე კლუბის საკულტო ფიგურად ითვლება 90-იან წლებში
ჩატარებული დაუვიწყარი მატჩების გამო.

"კვარას" შემტევ სამეულში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" (4:1) განადგურებაში მთავარი წვლილი სწორედ ხვიჩამ შეიტანა. 21 წლის კვარაცხელია რამდენიმე თვის წინ "რუბინის" ვარსკვლავი იყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უცხოელ ფეხბურთელებს კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცა. ამიტომ ახალგაზრდა გარემარბი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის "დინამოში" 4 თვე გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა ქართველს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს, რათა კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 65 მილიონი ევრო დაემატოს. ხვიჩა აჩქარებას არ აპირებს და ვარიანტების აწონ-დაწონა სურს. "სიტის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ფეხბუთელთან მოლაპარაკებების პროცესში გიორგი ქინქლაძე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, "ქინქი" (როგორც მას გულშემატკივრებმა შეარქვეს) კვლავ ინარჩუნებს კავშირს ძველ კლუბთან და თვლის, რომ თანამემამულეს აქვს ყველა საჭირო თვისება პრემიერლიგაში გაბრწყინებისთვის" - წერს ბრიტანული გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ჯამში 14 შეხვედრა გამართა, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა. "პარტენოპეი" სერია A-ში 29 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 26 ოქტომბერს, "რეინჯერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

altმოურინიოს კვარაცხელიაზე ნათქვამის შემდეგ, ნეაპოლელი ჟურნალისტი შეშფოთებულია

alt"ხვიჩა განსაკუთრებულია, ვკითხე მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად... " სპალეტი კვარაზე საუბრობს

alt"რას ვიზამ ახლოს თუ ჩამივლის? ფეხს დავუდებ" - მოურინიო ხვიჩაზე


მკითხველის კომენტარები / 45 /
ქეცბაიას გარდა ძველი ფეხბურთელების ხსენებაც არ მინდა ყველა ფეხებს უფრთხილდებოდა ეს შოთას აქვს ნათქვამი! აბა აქ რო ტრამვა აეკიდა მერე კლუბში სკამზე დასვავდნენ ამოვარდებოდნენ სასტავიდან და კლუბიდანაც დააპინტვრიშებდნენ.... კვარა არის ადამიანი თავს არ ზოგავს ნაკრებში აი ეგ არის ლიდერი და ქვეყნისთვის თავდადებული ბიჭი. ქეცბაია უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებში მოდიოდა და ამ გაპიარებულ ფეხბურთელებზე მაგრად თამაშობდა რაღაზეა საუბარი!
რონი
12:41 23-10-2022
3
ხვიჩა, არსად არ გადახვიდე, ძაან მაგარ გუნდში ხარ!
გივი
13:59 23-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული