"საუკეთესო ტალანტია, გაოცებული დამტოვა..." - ძოლა კვარაცხელიათი აღფრთოვანებას ვერ მალავს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

აღსანიშნავია, რომ ის საფეხბურთო კარიერის დროს "ნაპოლის" ღირსებას 1989/93 წლებში იცავდა.

"სიმართლე გითხრათ, "ნაპოლიში" გადმოსვლამდე ხვიჩას შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. როდესაც პირველად მისი თამაში ვნახე, გაოცებული დავრჩი.

პირველი, რასაც "კვარას" თამაშში შეამჩნევ, არის ის, თუ რა მაგრად აკონტროლებს ბურთს, მეტოქის მოტყუების უნარი და საფეხბურთო ინტელექტი ამ ბიჭის თამაშში მართლაც თვალსაჩინოა.

როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, ხვიჩა ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებას იღებს. ბოლო დროს ვინც კი მინახავს, ის საუკეთესო ტალანტია.
მინდა მივულოცო და კომპლიმენტები ვუთხრა "ნაპოლის", რადგან ეს ფეხბურთელი აღმოაჩინეს", - ამბობს ძოლა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძვირფასო ძოლა!: - ჯერ სადა ხარ!
- კიდევ მეტად გაოცდებით თუ თანაგუნდელებმაც შეუწყვეს ხელი!
ვაჟა მასწავლებელი
16:46 24-10-2022
0
ეს ბიჭი ძალიან შრომისმოყვარეა და თან კარგი ადამიანი! მიბაძეთ, არ ინანებთ!
ნიკა
21:48 24-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული