ოსიმენის გოლით გახარებულ ქართველებს "რომას" გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ - საქმეში დაცვის სამსახურიც ჩაერთო

AutoSharing Option
უკვე ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. Calcionapoli24-ი Goal-ზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველებს რომაელ ფანებთან სიტუაცია მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ვიქტორ ოსიმენმა მასპინძლების კარი აიღო.

სავსებით ლოგიკურია, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ლურჯფორმიანმა გულშემატკივრებმა" ემოციებისგან თავი ვერ შეიკავეს, ქართული დროშები აფრიალეს, რის გამოც იმავე სექტორში მჯდომი "რომას" გულშემატკივრების გაღიზიანება და შეხლა-შემოხლა გამოიწვიეს, დედაქალაქელებმა დროშების წართმევაც კი სცადეს. საბოლოოდ, სიტუაციის დასამშვიდებლად დაცვის სამსახური ჩაერთო.

შეგახსენებთ, "პარტენოპეიმ" ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა და სერია
A-ში ლიდერობა განიმტკიცა, ამ მომენტისთვის "ნაპოლის" 29 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ "მილანს" 3 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრა კი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" გაიმართება. მატჩი ხვალ, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
აი აქ (მომენტი არის 11m:30s) კარგად ჩანს, რომ ხვიჩა ემზადებოდა რომასთან თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად, მაგრამ მერე მსაჯმა (და ვიდეორეფერიმ) გადაწყვეტილება შეცვალა.
https://www.youtube.com/watch?v=yD4J9dhwtUg
ქ. გ.
26 ოქტომბერი 2022 07:13
0
რეებს წერთ ნაპოლის ფანებთან აეღოთ ბილეთიო.ეგ იქიდან ჩამოსულებისთვის არის გამოყოფილი ტრიბუნა და ესენი ეტყობა რომში მაცხოვრებელი ქართველები იყვნენ და სადაც იყო ბილეთი იქ აიღეს.ნუ მოხდა შეხლა-შემოხლა.რა შუაშია ქართველი.მოწინააღმდეგე გუნდის და მასპინძელი გულშემატკივარის შეხლა-შემოხლა პირველად ნახეთ,თუ გოლი რომ გაიტანეს არ გახარებოდათ და არ წამომდგარიყვნენ.ხანდახან ისეთ რაღაცეებს წერენ,გაგიკვირდება რა,ან კიდევ ბოლომდე არა ხარ გუკშემატკივროვაში გათვითცნობიერებული და სხვანაირად გესმის ეს ყველაფერი.
კახა ქ.
26 ოქტომბერი 2022 04:00
0
ეს თბილისური ჯგუფია ტურისტულად წასული, რეინჯერსთან თამაშზეც იქნებიან
papai
26 ოქტომბერი 2022 10:48
0
თბილისიდან ჩასულები იყვნენ საერთოდ
დათო
26 ოქტომბერი 2022 09:01
0
ყველაფერში ზედმეტი რატომ ვიცით გამაგებინეთ ჰაა? კვარაცხელიათი ყველა ვამაყობთ მაგრამ ზედმეტობაა ეს პაკაზუხობა ჩაიცვი ფორმაა და წადიი და დაჯექი იქ სადაც ნაპოლის ფანები ზიან, მიდიხარ ცხვრიწინ უჯდები დროშებს უფრიალებ ნაპოლის ქომაგობ რას მოელი უკეთეს გამაგებინეთ? მესმის დაიკავო ერთი დროშა და წახვიდე ეს ხროვად სიარული რა უბედურებაა ამდენი დროშებით? პაკაზუხობაა მეტი არაფერი ორივე გუნდში ჯამში 30 ზე მეტი ფეხბურთელია ყველას გულშემატკივარმა რომ თავიანთი ქვეყნების დროშები გამოფინონ ხომ წარმოგიდგენია რა ბაზარი იქნება? ევროპა კი არა ერთი დიდი სოფელი ვართ, ერთი ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობთ და იმიტომ რომ საკუთარი ცხოვრება არ გვაქვს და არაფრის მიღწევა არ შეგვიძლია! მაგიტომ ვიქნებით ყოველთვის ჩამორჩენილები რომ უაზროდ ზედმეტობები გვჩვევია, ათასმაგად დარწმუნებული ვარ ხვიჩასაც ძალიან ეუხერხულება ასეთი ქაჯობა. ბევრს არ მოეწონება ეს კომენტარი მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ასეთი ჩამორჩენილი ქვეყანა გაიაზრეთ ნუთუ მართლა არ გინდათ რომ რაღაცას ჩვენც მივაღწიოთ და ხვიჩანსაირი წარმატებული ადამიანები ყველა სფეროში გვყავდეს?
გოგა
26 ოქტომბერი 2022 02:29
20
რამდენს ფილოსოფოსობთ? ტურისტულმა ჯგუფი შეკრიბა, უყიდა ბილეთები იქ სადაც იყო თავისუფალი და გაუშვა.. იქ დამჯდარიყვნენ აქ დამჯდარიყვნენ, სხვა საქმე არ გაქვთ?.. ნაპოლის თამაშ უყურეთ ხალხო და ისიამოვნეთ
papai
26 ოქტომბერი 2022 12:20
0
ასე სამშობლოსთვის, რომ იყოთ არ შეგიძლიათ? ))) თუმცა მედროვე როჟებს არ კიდიათ? მარტო თვითონ ისიამოვნონ! მიგჯირყვნიდნენ ერთი! სხვის ბებიებს ტრ... ბანთ და თქვენი მიტოვებული გყავთ. საშინელი მოქცევით და სადაც ხვდებით ყველგან წამლავთ ყველაფერს. "საქართველოში 77,000 ბავშვი შიმშილობს, საიდანაც 300 ყოველწლიურად იღუპება."
26 ოქტომბერი 2022 00:03
26
ყველა გაუნათლებელი უწიგნური და სულელია ვინც ამ კომენტარს არ მოწონებას უნიშნავს
გოგა
26 ოქტომბერი 2022 02:16
10
რას დასკუპდნენ რომას გულშემატკბვრების ცხვირწინ? ნაპოლის ფანების სექტორში აეღოთ ბილეთები და არავინ ხმას არ გასცემდა
gogi
25 ოქტომბერი 2022 23:52
13
სტუმრებისთვის სპეციალურად ცალკე ტრიბუნაა გამოყოფილი, დაპირისპირება რომ არ მოხდეს. "ფეხბურთი ომია მშვიდობიანობის დროს".
ქიტესა
25 ოქტომბერი 2022 21:55
1
ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, რაც ხშირად გვღალატობს
სანდრო
25 ოქტომბერი 2022 20:40
9
ბაბუ-რა შუაშია ზომიერება კი არა თავშია და თუ ასაკითაც ბაბუ ხარ ცხოვრებას უნდა ესწავლებინა ეს
მიხო
26 ოქტომბერი 2022 09:38
2
აქ რა შუაშია ზომიერება ფეხბურთია შვილო... OLEEE!!!
ბაბუ
25 ოქტომბერი 2022 23:39
16
ფანების დაპირისპირება იტალიაში ყოველთვის იყო, რა შუაშია ქართველი ან ქართული დროშა? მე ფილმიც მაქვს ნანახი იტალიელ ფანებზე როგორი ჩხუბები ქონდათ ადრე, რაც ხშირად ლეტალიურად მთავრდებოდა. ახლა შედარებით იშვიათად ხდება მკვლელობა.
G.LA
25 ოქტომბერი 2022 20:27
0
რომა ნაპოლი თამაშობს რა ვეკვეხებით ქართველები რა, ამ მატრაკვეცობით ხვიჩას ვაძულებთ მოწინააღმდეგის ფანებს.
გოგი
25 ოქტომბერი 2022 19:06
30
ფეხბურთი მაგათთვის რელიგიაზე მეტია და როცა შენ ხარ სტუმრად, მასპინძელი მინიმუმ არ უნდა გააღიზიანო. კარგია, რომ იქ ცუდი არაფერი არ მოხდა.
oto
25 ოქტომბერი 2022 19:02
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული