ჩაკვეტაძე: ვგრძნობ, უფრო და უფრო ვუმატებ - ვაისის მადლობელი ვარ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე "პიუნიკთან" მატჩის წინ კლუბის საიტთან "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. თუ გვინდა ჯგუფიდან გავიდეთ, უნდა გავიმარჯვოთ. ეს ამ თამაშის მნიშვნელობაზე მეტყველებს. სრულად კონცენტრირებულები ვართ და ვემზადებით.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, უფრო და უფრო ვუმატებ. მადლობელი ვარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის, რომ დამეხმარა და "სლოვანში" შანსი მომცა. მის მხარდაჭერას და ნდობას ვგრძნობ.

თანაგუნდელებს ახლა გაცილებით უკეთ ვიცნობ, ვიდრე 3-4 თვის წინ, როდესაც აქ ჩამოვედი. ერთად ბევრი მატჩი ჩავატარეთ. ყოველდღე ერთად ვვარჯიშობთ და ვიცი, სავარაუდოდ რას გააკეთებენ.
უკვე ვიცი, რისი უფლება შემიძლია საკუთარ თავს მივცე და რას მოიმოქმედებენ პარტნიორები. ასევე ვიცი, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთმოქმედება გაუმჯობესდა.

მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერას ვაფასებთ და გვჯერა, ხვალ სტადიონს გაავსებენ. გამარჯვება გვსურს და ქომაგობა ძალიან დაგვეხმარება. გავაკეთოთ ეს ერთად".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ასე რა შე კაი კაცო
Go Gio
25 ოქტომბერი 2022 22:54
1
ჩაკვე ხვალ გოლი უნდა გაიტანო❤️
მარი
25 ოქტომბერი 2022 22:31
1
კარგის მოლოდინშია ქართველი და სლოვაკი გულშემატკივარი. იმედია გიორგი საუკეთესო თვისებებს კიდევ არაერთხელ გამოავლენს და რაც მთავარია ფიზიკაზე იმუშავებს. მას აშკარად უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია და ამას უახლოეს მომავალში იმედია დაამტკიცებს!
ლაშა
25 ოქტომბერი 2022 22:28
1
1000%
რატი
26 ოქტომბერი 2022 00:05
2
გიო მაგარი კაცი ხარ და მომავალში ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებ !!!
გიორგი
26 ოქტომბერი 2022 00:02
1
ჩვენც ვამჩნევთ ჩაკვე რომ მოუმატე და უკვე რწმენაც გაქვს თამაში. მადლობა ვაისს ასეთი ნდობისათვის. ჩვენს გარდა ვაისმაც იცის შენი პოტენციალი და ამიტომაც ამდენი დრო თავიდანვე გაიმეტა. . წარმატება ჩაკვე. გაფასებთ და გელოდებით.
G.LA
26 ოქტომბერი 2022 01:40
0
უფრო მეტი ტოპ ფეხბურთელი გვჭირდება. გიოს გარეშე ნაკრებში, სერიოზული წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ძალიან გვჭირდება ფიზიკურად ძლიერი, ძველებურად მოთამაშე გიორგი. კარგია, რომ სლოვანში დისპეტჩერის თვისებები გამოაჩინა და თამაშებს დირიჟორობს უკვე.
თენგაბი
26 ოქტომბერი 2022 04:13
0
გიო სლოვანში უფრო დაბლიდან თამაშობს, ნახევარდაცვის სიღრმიდან. ასეთი გვჭირდება ნაკრებში რო ცენტრში ბურთი დაიჭიროს და შეტევა დაიწყოს.წარმატებები ნაკრებს ასეთი გიო უფრო მეტად გამოადგება.
მათე
26 ოქტომბერი 2022 01:02
1
ყველაზე ჭკვიანი ქართველი ფეხბურთელია დღეს. ჩაკვეს შეუძლია მთელი მატჩის მიმდინარეობა და რიტმი შეცვალოს. მიდი გიო მოინდომე, ბოლომდე დაიხარჯე და წინ ძალიან მაგარი კარიერა გელოდება.
kicha_r9
26 ოქტომბერი 2022 10:32
0
გიორგის მჯერავს და აქვს პოტენციალი დიდი ფეხბურთელი ითამაშოს, როგორც ხვიჩა თამაშობს.
ზაზა გ.
26 ოქტომბერი 2022 00:16
3
ღმერთი შენკენ გიორგი, სულ წარმატებით გევლოს. რომ იცოდე როგორი მოლოდინით ვართ ყველა შენს თამაშზე. გვჯერა, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშებ უახლოეს მომავალში. ყველას მადლობა ვინც გვერდში გიდგას და გეხმარება საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად.
გაიოზ გოშაძე
26 ოქტომბერი 2022 13:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული