"დავითაშვილი საფრანგეთში ცეცხლს ანთებს! ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს?" - championat

AutoSharing Option
რუსულმა "ჩემპიონატმა" "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს წერილი მიუძღვნა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთვაზობთ:

"რუბინში" ხვიჩას ძმაკაცი საფრანგეთში ცეცხლს ანთებს! ერთი წლის შემდეგ პსჟ-ში ითამაშებს?

ზურიკო დავითაშვილს "ბორდოში" გააქვს და პასებს არიგებს.

"2019 წლის ზაფხულიდან 2022 წლის აპრილამდე ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი "რუბინში", "როტორსა" და "არსენალში" ასპარეზობდა, მაგრამ აგვისტოში ბათუმის "დინამოს" გავლით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც "ბორდოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ზურიკო თავისი გუნდების ლიდერი არ იყო, მით უმეტეს, რუსეთის ჩემპიონატში. საერთო ჯამში, პრემიერლიგაში 68 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ლიგა 2-ში მას მაგარი დებიუტი ჰქონდა. "დიჟონთან" შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მომდევნო ტურში "ლავალთან" 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი ალბერტ ელისმა გაიტანა, გადაცემა კი დავითაშვილმა გაუკეთა. მას შემდეგ ქართველმა კიდევ სამი მატჩი ჩაატარა, საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, მაგრამ თავის გუნდს "მეცისა" და "ანსის" დამარცხებასა და "ბასტიასთან" ფრის მიღწევაში დაეხმარა.

13 ტურის მერე "ბორდო" 27 ქულით ლიდერია, ხოლო ზურიკოს გულშემატკივრები აქებენ. ზოგიერთი გუნდში საუკეთესოდაც მიიჩნევს. პატრიკ ესტამპმა France Bleu Gironde-დან "ბასტიასთან" ნამატჩევს ზურიკოს სისწრაფეს გაუსვა ხაზი: "მომეჩვენა, რომ ბევრს ცდილობდა, თუმცა ბურთს კარგავდა. არ არის საჭირო სისწრაფისა და დაჩქარების ერთმანეთში არევა. ის ძალიან სწრაფად მოძრაობს, შესაძლოა, ცოტა ჩქარობს. რაღაც მომენტში მომენტები უფრო ხარისხიანად უნდა დაასრულოს".

"ბორდო" დავითაშვილის იჯარით აყვანაში არ შეცდა. ფრანგული კლუბი სეზონის ბოლოს ბურაკ კაპაკაჯას ტრანსფერს განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებები შეყოვნდა და თურქი "კარაგიუმრუკში" გადავიდა, სადაც თითქმის არ თამაშობს - ერთი გოლი გაიტანა და ტრავმა მიიღო, რასაც ვერ იტყვი დავითაშვილზე, რომელიც შეიძლება მომავალ სეზონში ლიგა 1-ის ერთადერთი ქართველი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
პსჟ-ში არა,დავითაშვილი იქნება პირველი ფეხბურთელი,რომელიც ერთდროულად ითამაშებს რეალში,ბარსელონაში,ორივე მანჩესტერში და მიუნხენის ბაიერნში.
ყეყეჩ
06:55 06-11-2022
1
წარმატებები ზურიკო "აბრეზიჩს"... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16:35 29-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული