მამარდაშვილმა ფატის არ გაატანინა - "ვალენსია" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსია“ სახლში „ბარსელონასთან“ 0:1 დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებელი გახლდათ, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

მასპინძლებმა თავიდან შეუტიეს, თუმცა სტუმრები მალევე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი მაშინ შექმნეს, როდესაც მამარდაშვილმა ბურთი კარგად ვერ აიტანა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენეს. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ფატის გატანა ქართველმა არ დაანება. 43-ე წუთზე ლევანდოვსკის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, „ვალენსია“ გააქტიურდა და ლინომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, თუმცა
მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან იქამდე ბურთი ხელზე მის თანაგუნდელ მარკოს ანდრეს მოხვდა. მერე „ბარსა“ ისევ დაეუფლა ინიციატივას, ფერან ტორესი გიორგისთან ერთი ერთზე გავიდა და გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ შეძლო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

„ვალენსია“ 15 ქულით მეათე ადგილზეა და 6 ნოემბერს გასვლაზე „სოსიედადს“ შეხვდება. "ბარსელონა" "რეალთან" ერთად ლიდერია (სამეფო გუნდი დღეს ჟირონას მასპინძლობს) და 6 ნოემბერს "ალმერიას" მიიღებს.

ვალენსია.“მესტალია“. 46 007 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 0:1
გოლი: ლევანდოვსკი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 4 /
მამარდ ერთი რამე გაითვალისწინე: კოტრიკაძის, კავაზაშვილის, ურუშაძის, გაბელიას სამშობლოში "აფრენილი" ახალგაზრდა მეკარეები ასეთ მარტივ სიტუაციაში გოლებს არ უნდა უშვებდნენ. მერე რა რომ ლევანდოვსკია. შენ ხომ "მამარდა" - ჩვენი იმედი ხარ!
რჩევა: ხანდახან წყალბურთის და ხელბურთის მეკარეობაში ივარჯიშე - რეაქციას გაგინვითარებს!
პლეხანოვზე გაზრდილი
30 ოქტომბერი 2022 16:33
1
მარტივი სიტუაცია?5 მეტრიდან, მოძრაობის საწინააღმდეგოდ,თანაც მიწაზე ბურთის დარტყმით,შორეულ კუთხეში წამოსული ბურთის აღება,ურთულესი საქმეა და თუ ბურთი შემთხვევით არ მოხვდა მეკარეს,პრაქტიკულად უიმედოც.მანდ ჩამოთვლილი მეკარეებიდან(ყველას თამაში მახსოვს),ყველა უშვებდა ასეთ დარტყმებს და მაგაზე მარტივებსაც,მაგრამ მათი კლასი,საეჭვოდ არავის გაუხდია.მამარდა კარიდან გამოვარდა და დარტყმის სექტორი,მაქსიმალურად შეამცირა,მაგრამ ლევანდოვსკიმ,შესძლო და ბურთი მას ააცილა,კარის ჩარჩოში კი,მოარტყა.ეს გოლი დაცვის სინდისზეა.მეკარემ რაც შეეძლო,ყველაფერი გააკეთა,ლევანდოვსკი,ტყუილად არ არის პლანეტის საუკეთესო თავდამსხმელად აღიარებული.ტექნიკურად ძალიან რთული დარტყმა,უნაკლოდ შეასრულა და გერდ მიულერი გამახსენა,მთელ თამაშში,ზოგჯერ მხოლოდ ერთხელ რომ ეხებოდა ბურთს და გოლი გაჰქონდა.მაგას, უმაღლესი კლასი ჰქვია.
სოსო
30 ოქტომბერი 2022 20:45
0
კარგად ითამაშა მაგრამ გამოსვლაზე უნდა მოუმატოს.
ლომი
30 ოქტომბერი 2022 02:09
0
პირველ წუთებში,მამარდას დაძაბულობა ეტყობოდა და შეცდომმაც დაუშვა,თუმცა მალევე დაწყნარდა და საკმაოდ საიმედო იყო.იმ მომენტში,როცა ვალენისას გილი გაუუქმეს,მარკოს ანდრეს,ვურთი ხელზე კი არ მოხვდა,შეგნებულად მიარტყა.მიხვდა რომ ვერ სწვდებოდა და დანანების ნიშნად.შედეგად კი,საკუთარ გუნდს,გოლი წაართვა.ვალენსიას თამაშში ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი და სუმბური იყო.სირბილიც აზრიანი უნდა.ბოლოს და ბოლოს,ბარსამ მომენტი გამოიყენა.
სოსო
30 ოქტომბერი 2022 01:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული