ხვიჩას საგოლე ქმედებით სერია A ლიდერია და კიდევ ერთი შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში "სასუოლოსთან" მოგებულ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ნეაპოლურ გუნდში სტატისტიკურად ერთ შეხვედრაში ქართველის საუკეთესო შედეგია.

საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 თამაშში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

ხვიჩა გოლი+საგოლე გადაცემის სისტემით იტალიის ჩემპიონატის ლიდერია - 6 გოლი და 5 პასი. მეორე ადგილზე "ლაციოს" ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია (3+7).

რაც 2004 წელს იტალიის ლიგა 20 გუნდამდე გაფართოვდა, 12 შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიაზე უკეთესი შედეგი
მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა - დიეგო მილიტოს (15) და რონალდოს (13).

"ნაპოლიმ" კი ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვა, საკუთარი საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა, 1990 წლის შემდეგ თავისი პირველი სკუდეტოსკენ მიიწევს და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც ვადამდე გავიდა. თანაც, ევროპის ტოპ 5 ლიგებში მხოლოდ "ნაპოლი" და პსჟ არიან დაუმარცხებელი.

altზღაპარში ვართ! ხვიჩას გოლს + 2 ასისტი დებიუტშივე [VIDEO]

altფანტასტიკა - ქართველი ფენომენის გოლი და ორი საგოლე გადაცემა, ოსიმენის ჰეთ-ტრიკი და ნაპოლის“ ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება [VIDEO]

alt"კვარამანია" გრძელდება - ცნობილი გამოცემები ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულები არიან

alt"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

მკითხველის კომენტარები / 11 /
მხითარიანი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია და ვეთანხმები კომენტარის ავტორს არაა საჭირო დატოლება და გაქილიკება,კარგზე უნდა თქვა კარგი,მორჩა და გათავდა,მხითარიანი დიდ ფეხბურთს თამაშობს და ღმერთმა დიდხანს ათამაშოს,რაც შეეხება ხვიჩას მართლაც დიდებულად თამაშობს და იმედია მომავალშიც ასე გააგრძელებს და უფრო მაღლაც აფრინდება თამაშით და შედეგებით,უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ ბრილიანტს ამინ!
ზასტაველი
23:01 30-10-2022
0
Yvela skudetoze laparakobs magram napolis didi shansi aqvs ligazec, mervedfinals advilad gaivlis susti metoqe eyoleba, rcheba 2 metoqe finalamde, tu napolim skudeto da liga dado oqros burts xvicha moigebs. Es sheidzleba fantastikis sferoa magram xvicha gvadzlevs ocnebis sashualebas....
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული