ლოჩოშვილის "კრემონეზე" "უდინეზეს" დაუზავდა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში „კრემონეზესა“ და „უდინეზეს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

გასულ ტურში მიღებული ტრავმის გამო მასპინძელთა გუნდის მცველის ლუკა ლოჩოშვილის თამაში სათუო იყო, თუმცა მწვრთნელმა ის მაინც დააყენა ძირითად შემადგენლობაში და დაცვაშიც საიმედო იყო და შეტევებსაც კარგად იწყებდა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.

ეს გუნდები 27 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, სტუმრებს გამარჯვების მოპოვება შეეძლოთ, მაგრამ საფინალო სასტვენის წინ დეულოფეუმ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

„კრემონეზე“ 5 ქულით აუტსაიდერია და 5 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აშკარად კარგი ფეხბურთელია. ერთადერთი, რაც სჭირდება - უკეთესი კლუბია, სადაც მოხვედრის ერთ-ერთი ტრამპლინი ნაკრებია და მისი უკეთესად თამაში და შორს წასვლა!...
ლაშა
21:14 30-10-2022
2
გოლის გარეშე, თამაშს ვერ მოიგებ!თავდამსხმელი სჭირდებათ სასწრაფოდ.მაგათ დონეს,ზურიკოც თავისუფლად გაქაჩავდა და ბუდუც.არც საბა ლობჟანიძე და გიორგი ბერიძე დაიკარგებოდნენ.ყოველი მათგანი გააძლიერებდა დღევანდელ კრემონეზეს.ლოჩოშვილი კი,ამ სეზონის განმავლობაში,იმხელა გამოცდილებას შეიმატებს,შესაძლოა კაშიას ღირსეული ჩამნაცვლებელიც გახდეს.გურამი,სულ სხვა სტილის ფეხბურთელია,მაგრამ მაინც.
სოსო
21:59 30-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული