ავსტრიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „შტურმმა“ გრაცში 2:1 დაამარცხა „რიდი“, გამარჯვების გოლი კი 71-ე წუთზე კიტეიშვილმა გაიტანა. ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბერს, კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე თავის გუნდს „ფეიენოორდთან“ გამარჯვება კომპენსირებულ დროში მოუპოვა.
ოთარმა ამ სეზონში ტრავმის მორჩენის შემდეგ ყველა ტურნირზე 3 გოლი გაიტანა.
„შტურმი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და 3 ნოემბერს ევროპა ლიგაზე დანიაში „მიდტიულანდს“, ხოლო 6 ნოემბერს გასვლაზე „ალტახს“ შეხვდება.
ყოჩაღ ოთო!