"რეალში" კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" წარმომადგენელმა ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავს "სამეფო გუნდი" აკვირდება.

Championship-ი "ბლანკოსის" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ხუან კამილო ანდრადეს ესაუბრა, რომელმაც ამ თემაზე შემდეგი მიუგო:

"პირადად მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, ეს კლუბის შიდა საქმეებია. ჩვენ არასდროს ვამხელთ მსგავს ინფორმაციას და ეს სპორტის დეპარტამენტს ეხება", - ამბობს ანდრადე.

alt"ედენ აზარი უნდა შეცვალოს" - კვარაცხელიას "რეალში" გადასვლის შესაძლო გეგმა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ე.წ. გულშემატკივრებო ! რატომ არ გინდათ, ხვიჩამ მშვიდად და სწორად წარმართოს საკუთარი საფეხბურთო ცხოვრება? რას ერჩით ჩვენს უნიჭიერეს ფეხბურთელს ? მისი უკეთესი კლუბიდან უარესში გადასვლა რატომ გინდათ ? გგონიათ, რომ მადრიდის რეალი ნაპოლიზე უკეთესია ? თუ მარტო ფულია ყველაფრის საზომი? მადრიდის რეალი ხომ ის კლუბია, რომელმაც არც საკუთარი ქვეყნის, არც საკუთარი მწვრთნელის და ფეხბურთელების დაფასება და სიყვარული იცის. გაგახსენოთ, როგორ აპირებდნენ კლუბის ლოგოზე გამოსახული მომცრო ჯვარის მოშორებას - მუსულმანებს ნერვებს უშლისო!!!??? გაგახსენოთ, როგორ მოექცნენ დიდებულ ბოსკეს ? როგორ მოექცნენ კასილიასებს, რაულებს, რამოსებს და უამრავ სხვა დიდებულ ფებურთელებს ? თუ ის შეგახსენოთ, როგორ მიანიჭეს მბამპეს ტრანსფერს უპირატესობა, ჰაალანდის ტრანსფერთან შედარებით, მხოლოდ კანის ფერის გამო ? რა გგონიათ, იმ დორბლიან მარცხეანაფლანგელ შემტევს, ან როდრიგოს სკამზე დასვამენ და ხვიჩას ათამაშებენ ? მიუხედავათ იმისა, რომ ხვიჩა ორივეს ათი თავით სჯობია ? სანამ ანჩელოტი არ მივიდა რეალში, რა დღეში ჰყავდათ უნიჭიერესი, რეალის ნებისმიერ ფეხბურთელზე უკეთესი ვალვერდე, გახსოვთ მაინც ? ანჩელოტის კი, ძალიან მალე აუკრავს გუდა-ნაბადს ამხ. პერესი. ისიც ხომ არ შეგახსენოთ, თუ როგორი სიყვარული და პატივისცემა იციან ნეაპოლელებმა ზოგზოგიერთებთან შედარებით. ასე რომ, შეეშვით ხვიჩას, საკუთარ თავს თვითონ მიხედავს, რამეთუ საფეხბურთო ნიჭის გარდა, კაცობის ნიჭითაც უხვადაა დაჯილდოვებული.
დ.დ.
15:45 04-11-2022
5
რომ გადაგყავთ ეს კაცი ხან ერთ გუნდში და ხან მეორეში პროფესორებო, ჯერ ეხლა დაიწყო ნაპოლიში თამაში , გამარჯობაც არ უთქვამს წესიერად, ნაპოლი რა ცუდი გუნდია თუ იტალიის ჩემპიონატი ფრანგულს არ ჯობია. დააცადეთ თამაში პროფესორებოოოოოოოოოოოოოოოო. ისე სულ ცოტა კვარასაც შეეკითხეთ სანამ გადაიყვანთ
???????????????
02:16 05-11-2022
2

სიახლეები პოპულარული