"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" დღევანდელ შეხვედრას "ლივერპულთან" მატჩში მომხდარი ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც აღნიშნული წყაროს პოსტიდან ირკვევა, ქართველმა დაზიანება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

Sportall.Ge

"გახსოვთ მომენტი, როცა კუთხურის ხაზთან ალექსანდრ-არნოლმა ხვიჩას ხელი კრა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო? სწორედ მაშინ იტკინა ზურგის ქვედა ნაწილი კვარაცხელიამ, უხერხულად დაცემის მომენტში.

ფეხბურთელი შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და გვეცოდინება, რამდენი დღით მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭუნას დასვენება", - ვკითხულობთ პოსტში.

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე

"კვარაზე" და მის მომავალზე

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰო ერთი ხელით რომ წააქცევ პენალტი არ ინიშნება,აუცილებლად მეორე ხელი და კიდე ფეხი უნდა ჩაარტყა,უნდა მოტეხო რაიმე და მერე დანიშნავენ პენალტს,ვაი თქვენს პატრონს და ვუი ასეთ მსაჯებს და ასეთ ფეხბურთს.
თერჯოლელი
19:58 05-11-2022
1
ჯერ პენალტი არ დადო მსაჯმა ხელის კვრისთვის ხოლო ამ მახინჯმა არნოლდა საერთოდ გაიმეტა ტრავმისთვის და თხრილში ჩააგდო დაუნდობლად.ასეთი რამე მესისთვის რომ ვინმეს გაეკეთება წითელს უჩვენებდა.ზოგიერთი ჭკუისკოლოფის აზრით ხვიჩამ დრიბლინგები არ უნდა აკეთოს რომ არ გაბრაზდენ მცველები.აბა სკრიპკაზე დაუკრას თუ ბალეტი იცეკვოს.სწორედ მაგით შეაყვარა თავი მთელ ევროპას რადგან ყველაფერს ლამაზად აკეთებს.თუ გაბრაზდებიან ცივი წყალი დალიონ,ხოლო მსაჯები იმიტომ არიან რომ გაბრაზებულები დასაჯონ.
ვა რა დონეა
19:08 05-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული