"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს

AutoSharing Option
Geo Team ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" დღევანდელ შეხვედრას "ლივერპულთან" მატჩში მომხდარი ტრავმის გამო გამოტოვებს.

როგორც აღნიშნული წყაროს პოსტიდან ირკვევა, ქართველმა დაზიანება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან ორთაბრძოლის შემდეგ მიიღო.

Sportall.Ge

"გახსოვთ მომენტი, როცა კუთხურის ხაზთან ალექსანდრ-არნოლმა ხვიჩას ხელი კრა და სარეკლამო ბანერებში გადააგდო? სწორედ მაშინ იტკინა ზურგის ქვედა ნაწილი კვარაცხელიამ, უხერხულად დაცემის მომენტში.

ფეხბურთელი შემოწმებას დღეს ჩაიტარებს და გვეცოდინება, რამდენი დღით მოუწევს ჩვენს ოქროს ბიჭუნას დასვენება", - ვკითხულობთ პოსტში.

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე

"კვარაზე" და მის მომავალზე

altავტომობილის მოპარვის შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელიამ ნეაპოლში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს

altკლოპი აღფრთოვანებულია და მოცდას აღარ აპირებს - რას გეგმავს "ლივერპული" ზამთარში კვარაცხელიას ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 20 /
მამის შვილია! "კბილების სიმწრით ღრჭიალით", მაგრამ მაინც ითამაშებდა! დარწმუნებული ვარ ყოველი თამაშის შემდეგ ფეხებში მაგარი ნაცემი და ყინულებში ექნება! არნოლდმა (ნაბიჭვარმა) სპეციალურად მოუწყო და თანაც ისე, რომ ბარათიც არ მიუღია. გააწამა ყველა ეპიზოდში სადაც ერთი-ერთზე დარჩა.
პენალტის არდანიშვნის ეპიზოდშუც იდაყვი ჰკრეს ზურგში!
და საერთიდ მსაჯი მაგრად იკავებდა თავს, როგორც ბარათებზე ისე საჯარიმო სანქციებზე. ყველა ორთაბრძოლა უხეში იყო. ნახევარი ლივერპული გასაყრელი იყო მოედნიდან!
ან ყურის ოფსაიდში ყოფნა რა უბედურებაა? მესმის ტორსის ნაწილი ან ფეხი იყოს წინ.
არადა ობიექტურად სულ სხვა შედეგი დადგებოდა!!!
ალბათ ორი კვირა მოუწევს კიდევ უქმეები. სწრაფად გამოჯანმთელებას გისურვებთ ჩვენო "ოქროს ბიჭუნა"!
წარმატებები კვარას და ნაპოლის!
G.A.L.
05 ნოემბერი 2022 16:52
2
ჯერ მთელმა ერმა აკატავეთ ვიდეოები,სადაც ლივერპულის მცველებს აბითურებს კვარა,მერე უცხოელებმაც არ დააკლეს ქირქილი ლივერპულის დაცვის მიმართ,ხოდა ის ხალხიც ბრაზდება და ტექნიკურად გაუშვეს ლაზარეთში. ფეხბურთში ჩვეულებრივი მომენტია,როცა შემტევი დამცველს ფეხებს შორის უძვრენს ბურთს,მარა ამის გამო ეიფორიაში არ ვარდებიან. შენ თუ ხარ შემტევი და ჩემს გაბითურებას ცდილობ ყოველ თამაშში,მაშინ სტადიონიდან საკაცით გაგიშვებ და ეს ლოგიკურია. ამიტომ არის რო ნეიმარს ბევრი ხვდება და კვარაც თუ არ გადაეჩვია,მაშინ ტრავმები გააწამებს. ფინტი კარგია,ლამაზია,მაგრამ საჭიროების გარეშე თუ აკეთებ ამას,მაშინ ბევრს მოგარტყავენ ფეხებში. არნოლდმა თავისი სახელი დაიცვა და ხისტად ეთამაშა,რაც სწორია და მცველი ეგრე უნდა თამაშობდეს. ოსიმენსაც მთელი თამაში უბრახუნა დეიკმა თავში და ვერაფერიც ვერ ქნა ვერც ვიქტორამ და ვერც მსაჯმა.გავიგე,რომ ქართველია და გვიხარია,მარა ცოტა ციდან დაეშვით და დათვურ სამსახურს ნუ უწევთ ამ ბიჭს. ჯერ ერთი სეზონიც არ უთამაშია და იმხელა ამბიციები დაისახა ერმა რო მიმიქარავს ბრაზილია. ერთი კარგი დამრიგებელი არ აწყენდა კვარას,უნდა უთხრან რო მოუკლოს მცველების დამცირებას,თორე სერიოზულ ტრავმას გამოკრავს ხელს და მეყოლოს ვარდივით. მთელი ერი ხო ელოდით რო ისევ ათრევდა ლივერპულს,მარა ათრია? ახალია და მცველებს გადაწყობა უჭირთ,რადგან გამოცდილება არ აქვთ მასთან თამაშის,ხოლო როცა გაიგებენ,მერე ეგრე აღარ იქნება. ამიტომ უპრიანი იქნება,თუ თავის ტექნიკურ არსენალს საჭირო დროს გამოიყენებს,ხოლო როცა მისი გუნდი იგებს 3-0,არ არის აუცილებლობა რო ეს აკეთოს. იტალიაში თამაშობს და ყველაზე ბინძური მცველები მანდ არიან,მომღიმარი მჩეხავები არიან და თავს უნდა მოუფრთხილდეს.შეხედეთ კიელინის,სულ გიღიმის და კაი ძმაკაცივით გექცევა,მარა ისე მოგტეხავს ფეხს რო წარბი არ შეერხევა. იტალიური სკოლა ეგრეა ზოგადად. რაც მარადონასთვის აქვთ ჩარტყმული ფეხებში,რეკორდი იქნება უეჭველი. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე.
სიფრთხილე
05 ნოემბერი 2022 16:42
39
ზოგადად,ერს რო გვიჭირს რაღაცებიდან აზრის გამოტანა არ ახალია,მარა მაინც არ მეგონა თუ ჩემი კომენტარიდან აზრს ვერ გამოიტანდით. ვინმემ თქვა,რომ დრიბლინგი ულამაზოა ან მეტოქის მოტყუება,თავს უნდა გაუფრთხილდესთქო და ამაზე მქონდა საუბარი მთელი კომენტარში,ნეიმარის მაგალითიც მოვიყვანე. კი,ლივერპულს 4-1 მოუგო ნაპოლიმ და კვარამ ათრია ლივერპულის დაცვა,მარა რა? ლიგა მოიგო უკვე თუ ოქროს ბურთი? გავიდა მეორე თამაშში და სარეკლამო ბანერს შეაჯახა,ტრავმა აქვს ეხლა და თან წელის არეში. ბინძური თამაში იყო,მაგრამ მერე? ეგრე რამოსმა მხარი ამოუგდო სალაჰს,მარა ლიგის მოგება ვერ იზეიმა? ერთხელ გაგიტარებს და მერე აღარ,სეზონი კი ნოემბერში არ მთავრდება და თავს უნდა მოუფრთხილდეს. სულ არ მაინტერესებს ნაპოლი,როცა ნაკრების თამაშები მოვა იქ უნდა იყოს მწყობრში და იქ იქნება საჭირო მისი კლასი. იმდენს არ მოგეწონათ ჩემი კომენტარი,რაც ფეხბურთის არ ცოდნას გაუსვით ხაზი. ფანატიზმი და ქართველი განუყოფელია,მარა არც ასე მეგონა. ბიჭი არის 21 წლის და რა გინდათ,ანანიძსავით 26 წლისამ დაამთავროს კარიერა? ან იცით თუ არა,რა უქნეს იტალიაში რონალდო ნაზარიოს და რას უშვებოდა ბარეზი მარადონას? როცა გუნდს სჭირდება,მაშინ გასაგებია და უნდა აკეთოს ფინტები,მაგრამ როცა თამაში გაკეთებულია,მაშინ არა. ჟონგლიორობა ცირკში ვიცი და არა ფეხბურთში. ტექნიკური ფეხბურთელი არ არის ის,ვინც ბევრს კენწლავს ან ჟონგლიორობს მინდორზე,არამედ ის,ვინც სასურველი ფეხით,სასურველ მანძილზე გააკეთებს პასს და გუნდელს დაასვავს მის ძლიერ ფეხზე. ეს ჩემი სიტყვები არ გეგონოთ,კრუიფის სიტყვებია და იქვე ამბობს,რომ ჟონგლიორების ადგილი არის ცირკში და არა მოედანზე. თქვენ არ გახსოვთ,მაგრამ ყიფიან გვყავდა ეგეთი,ნებისმიერ წერტილში დაგასვავდა ბურთს,როცა კვარაც იგივეს გააკეთებს,მერე ისაუბრეთ რო სუპერ ტექნიკურია. ტექნიკა არის პასი და არა დრიბლინგი,დრბლინგი არის ჟონგლიორობა და თუ ეს მოგწონთ,მაშინ ცირკში იარეთ.

წაკითხულის გააზრების პრობლემა
06 ნოემბერი 2022 20:07
2
მცველი იყავი, თუ ხარ? )))
100%
05 ნოემბერი 2022 22:12
0
ყველა გამოხმაურება
რა არის საოცარი იცით, რომ იძახიან რა უნდა ჩაწყობილ თამაშებს ლიგაზეო, არადა რამდენი შეცდომა ფიქსირდება მიუხედავად ვარისა. მსაჯი მხოლოდ ხვიჩასთან მიმართებაში არ შემცდარა და რაღა აზრი აქვს ვარს თუ მწვრთნელის პროტესტს არ მოუსმინა მსაჯმა?! სადაო მომენტია ხედავ შე ოჯახაშენებულო და არ ამოწმებ ვარზე?! და მერე ძალით აჩენ კითხვებს საზოგადოებაში და შეცდომა რჩება. სადაცილოა, რომ მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა შეცდომები მაინც ხდება და უფრო თვალშისაცემია ეს შეცდომები და გაფიქრებინებს, რომ გამიზნულად!
Lasha
05 ნოემბერი 2022 16:40
4
საქმეც იმაშია რომ ფოფა-უეფას იდიოტმა შეფებმა დააწესეს რომ ვარი მარტო გოლის პენლის და წეთელი ბარათის მომენტში უნდა ჩაერთოსო და ამიტომ არ ამოწმებენ "უმნიშნელო" მომენტებს @ არადა ხშირად ის "უმნიშვნელო" მომენტი პენალზე უარესია !
zura222
05 ნოემბერი 2022 17:10
0
წესების ცოდნაა საჭირო, ძალიან ბევრი და დეტალური წესებია ფეხბურთში რომლებიც არ ვიცით. იმ მომენტს რაც შეეხება არ ყოფილა მანდ პენალი, მეორე ხელი რო დაეხმარა კონატეს მაგ შემთხვევაში დაინიშნებოდა ...
Emre
05 ნოემბერი 2022 16:51
17
თუ ტრავმა ქონდა, გუნდთან ერთად როგორღა ივარჯიშა? დაიწერა რომ პატარა მოედანზე მიიღოო ტრავმა ვარჯიშისას.
ფირუზა
05 ნოემბერი 2022 15:34
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული