სერია A-ს მე-13 ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მასპინძლებმა მეორე გოლი მისი შეცდომის შედეგად გაიტანეს და 2:1 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში კრემონელები ინიციატივას დაეუფლენ, 87-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, ჩიოფანის დარტყმული ბურთი მეკარე სეპემ მოიგერია, დამატებაზე მისმა თანაგუნდელმა გაიტანა, მაგრამ იქამდე გოლკიპერმა წააქცია და მსაჯმა ისევ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ისევ მოიგერია ბურთი სეპემ, თუმცა ჩიოფანიმ დამატებაზე გაიტანა და თავის გუნდს ფრე მოუპოვა.
„კრემონეზე“ 6 ქულით მე-19 ადგილზეა და 8 ნოემბერს „მილანს“ უმასპინძლებს.
სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - კრემონეზე 2:2
გოლები: 1:0 პენტეკი (3), 1:1 ოკერეკე (12), 2:1 კულიბალი (38), 2:2 ჩიოფანი (89)
გამოუყენებელი პენალტი: ჩიოფანი (87, 89))