ავტოგოლი, გაძევება - მამარდაშვილის "ვალენსია" სან-სებასტიანში ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-13 ტურში „სოსიედადისა“ „ვალენსიას“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მე-10 წუთზე გილამონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მე17 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ბასკური გუნდის მცველი ელუსტონდო გააძევა, რის შემდეგაც ლინომ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში მამარდაშვილმა ზუბიმენდის არ დაანება გატანა. უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში მარკოს ანდრეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი „სოსიედადი“ თავს უნარიანად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. ბოლოს "ვალენსია" შტურმზე გადავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა და ფრეს დასჯერდა.

„ვალენსია“ 16 ქულით მე-11 ადგილზეა და
10 ნოემბერს „ბეტისს“ უმასპინძლებს.

სან-სებასტიანი. „რეალე არენა“
სოსიედადი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 გილამონი (10, საკ. კარში), 1:1 ლინო (25)
გაძევება: ელუსტონდო (17, სოსიედადი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი აბდაუბდა გუნდი როგორიც ვალენსიაა ცოტა მეგულება და არა მარტო ლა ლიგაში.აღარც ისეთი ახალგაზრდული გუნდია,მაგრამ კლუბში არეულობაა,ვალები და კრედიტები. მწვრთნელი, თავის დროზე კარგი ფიზიკური მომზადების გარდა ( უხეშ თამაშზე არაფერს ვამბობ) არაფრით არ გამოირჩეოდა და არც ეხლა ეტყობა რაიმე, გარდა იმისა რომ დარბის და ხელებს აქცევს წამდაუწუმ.
მოკლედ, თუ მამარდას წლის ბოლოს ვინმე წაიყვანს კარგ კლუბში, არცუნდა დაფიქრდეს.
თემო
00:26 07-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული