ხვიჩა ვერც "ემპოლისთან" ვერ ითამაშებს - Areanapoli-ს განცხადება

AutoSharing Option
Areanapoli-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ემპოლისთან" მატჩს გამოტოვებს.

ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც ჩანს, ზურგის ტრავმის პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა. შეგახსენებთ, ხვიჩამ დაზიანება "ენფილდზე" არნოლდთან კონტაქტის შემდეგ სარეკლამო ბარიერთან შეჯახების გამო მიიღო.

იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, თერაპია კარგად მიდის, თუმცა გარისკვად არ ღირს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლი" 13 ტურის შემდეგ 35 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია, მეორეადგილოსან "მილანს" კი 6 ქულით უსწრებს.

"პარტენოპეი" "ემპოლის" ხვალ, 8 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
გავიდა კვარა და ორი გოლი გაუშვეს, კვარას რომ არ დაება ლივერპული რა გარანტია იქნებოდა რომ კიდევ გოლებს არ გაიტანდნენ?? კარგია რომ ასვენებენ კვარას, აბა ტკივილი გამაყუჩებელით ხო არ ათამაშებენ? წელის კუნთის დაჭიმულობა არაა სერიოზული არაფერი, უბრალოდ საყურადღებოა! რა პენალტი არ დაუდეს მერე კი როგორ გაისროლეს მოედნის გარეთ, კიდევ კარგი გადარჩენილია კვარა!
zaza
13:33 07-11-2022
1
რა სამწუხაროა:((( მეგონა ხვალ უკვე შეძლებდა თამაშს. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!!! ბოლო ტრამვა იყოს! უფალი ფარავდეს!!!
გულშემატკივარი
15:07 07-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული