ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" მეორე გუნდში დაშავდა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
უნგრული Origo-ს ინფორმაციით, "ფეჰერვარის" მეორე გუნდში გადაყვანილმა ბუდუ ზივზივაძემ მესამე ლიგაში მატჩისას მხრის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, საოპერაციო იყოს. სამწუხაროდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკმაოდ ბევრი გაუცდება და მინიმუმ, წლის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. 

"ფეჰერვარის" დუბლები "ნაგიკანიზასთან" 0:5 დამარცხდა, ზივზივაძე კი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირველი გუნდის შემადგენლობას იმის გამო ჩამოაშორეს, რომ გულშემატკივრები მისი საქციელით უკმაყოფილო დარჩნენ - ზივზივაძემ ყოფილ თანაგუნდელს მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა.

საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურად მაროკოელებს დაუპირისპირდება და ვილი
სანიოლს ფონს გასვლა ბუდუს გარეშე მოუწევს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძის ბოდიში - მჯერა, გულშემატკივრები სწორად გაიგებენ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბუდუ კაცი ხარ. გაუძელი და რაც შეიძლება მალე აიდა მაქედან.
ჩამოდი და ბიჭებივით ეროვნული და მერე ნორმალურ ჩემპიონატში.
0
ერთი ეს ფეჰერვარი გავარდეს მეორე ლიგაში რააა
bejo
21:19 07-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული