ბუდუ ზივზივაძე "ფეჰერვარის" მეორე გუნდში დაშავდა და შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

AutoSharing Option
უნგრული Origo-ს ინფორმაციით, "ფეჰერვარის" მეორე გუნდში გადაყვანილმა ბუდუ ზივზივაძემ მესამე ლიგაში მატჩისას მხრის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, საოპერაციო იყოს. სამწუხაროდ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკმაოდ ბევრი გაუცდება და მინიმუმ, წლის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს. 

"ფეჰერვარის" დუბლები "ნაგიკანიზასთან" 0:5 დამარცხდა, ზივზივაძე კი მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირველი გუნდის შემადგენლობას იმის გამო ჩამოაშორეს, რომ გულშემატკივრები მისი საქციელით უკმაყოფილო დარჩნენ - ზივზივაძემ ყოფილ თანაგუნდელს მატჩის შემდეგ მაისური გაუცვალა.

საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურად მაროკოელებს დაუპირისპირდება და ვილი
სანიოლს ფონს გასვლა ბუდუს გარეშე მოუწევს.

altSportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს

altბუდუ ზივზივაძის ბოდიში - მჯერა, გულშემატკივრები სწორად გაიგებენ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
შემცვლელი ვინ ყავს ნაკრებში მიქაუტაძის გარდა?
მწრთვნელი
07 ნოემბერი 2022 20:16
0
მოკლედ რაღა უნგრეთი და რაღა რუსეთი... თუ მაგ ჭაობს თავი დააღწია როგორმე, დიდი ხარი უნდა დაკლას...
დდდ
07 ნოემბერი 2022 19:43
2
იმედია, როგორმე გამოაღწევს,მაგ გუნდიდან.
სოსო
07 ნოემბერი 2022 19:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული