ტრავმის მიუხედავად, მიქაუტაძემ ითამაშა - "მეცმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში „მეცმა“ სახლში 3:2 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი „სენტ-ეტიენი“ და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 1-ელ ნოემბერს თასზე მესამე ლიგის „რაონ-ლ’ეტაპთან“ გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, 88-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. დღეს მისი თამაში საეჭვო იყო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე და მე-80 წუთზე შეცვალეს. გიორგიმ ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.

„მეცი“ 18 ქულით მე-11 ადგილზეა და 12 ნოემბერს სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი საგოლე კომბინაცია მან დაიწყო,თუმცა მისი თანაგუნდელები,გაცილებით აგრესიულები ჩანდნენ,მოედანზე.ბოლოსკენ,საკმაოდ მწარედ მოარტყეს და მერე,მალევე შეცვალეს.
სოსო
16:27 08-11-2022
1
შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია რომ თანაგუნდელები ჟორჟის შეთავაზებებს აიგნორირებენ და პასებს არ უკეთებენ. შემთხვევით თუ მიუვიდა ბურთი ისევ თანაგუნდელს უბრუნებს და კარში დარტყმასაც არ ცდილობს. ყოველ შემთხვევაში ამ მატჩში კარისკენაც კი არ დაურტყამს !
ვაჟა მასწავლებელი
17:12 08-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული