მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 1-ელ ნოემბერს თასზე მესამე ლიგის „რაონ-ლ’ეტაპთან“ გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (2:1) გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა, 88-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს. დღეს მისი თამაში საეჭვო იყო, მაგრამ მაინც გავიდა მოედანზე და მე-80 წუთზე შეცვალეს. გიორგიმ ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში ვერ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.
„მეცი“ 18 ქულით მე-11 ადგილზეა და 12 ნოემბერს სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდება.