"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
სპალეტი ხვიჩას ყველაზე დიდი ქომაგია. ხვიჩა კი არადა და მასზე ბევრად უფროსი და ცხოვრებაში გამოცდილი ადამიანი დაუღუპავს ზედმეტ ქებას. ხვიჩა იზრდბა და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ფიქრობდეს. ასე მგონია, რომ ხვიჩა სწორედ ამას აკეთებს. ცოტა ხნით თავი დაანებეთ, რაა.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:30
0
ბატონებო, როცა სპალეტის ყველა ხვიჩაზე ეკითხება, ამით ეუბნებიან, რომ შენ მწვრთნელად არ ვარგიხარ, შენი გუნდი ხვიჩას გარეშე არაფერია, ანუ ერთი ფეხბურთელის გუნდი გყავსო, ეს კი მწვრთნელის უდიდესი შეურაცხყოფა რომაა ამას რატომ არ უწევთ ანგარიშს? სწორედ ამისთვის ღიზიანდება სპალეტი და არა ის შურს, რომ ხვიჩა ვარსკვლავი რომაა.
ჟორა
10 ნოემბერი 2022 17:25
2
გამოჩნდა, რომ სპალეტი ბოღმა ყოფილა - თავისივე გუნდის ფეხბურთელების ქებას ვერ იტანს. ამ ქებით თავისი დამსახურების დაკნინება ხდება მაგისი აზრით!
ვაჟა მასწავლებელი
09 ნოემბერი 2022 22:07
2
გიშინდელ თამაშზე შეეტყო, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ხვიჩას ნაპოლისათვის, რომ არა ის გამოგონილი პენალტი, თამაში ფრედ დამთავრდებოდა. გარდა ამისა შევამჩნიე, რომ, რადგან ხვიჩას ყველა ბურთის მიღება საჯარიმოში შეჭრა კარში დარტყმისკენაა მიმართული, სხვებიც ამას ცდილობენ და უაზრო ბურთის გათამაშებას და უკან ბურთის მიწოდებას, იშვიათად თუ აკეთებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
09 ნოემბერი 2022 13:19
2
გუშინდელმა თამაშმა აჩვენ არომ ნაპოლი საშუალო დონის გუნდია და არც ისე გრძელი სკამი აქვს პროფესიონალი ფეხბურთელების როგორც სპალეტი გვაჩვენევბს. ხვიჩა სხვა დონისაა და არავის არ გამოუვა მისი შეჩერება. ის უფროი ადრე მოხვდება მსოფლიო დონის კლუბში ვიდრე ჩვენ გვგონია
gio
09 ნოემბერი 2022 10:44
6
ხვიცა დიდ ფეხბურთეკტან ერთად დიდი ადამიანია, ვერავინ ვერაფერს დააკლებს, ის უკვე ვარსკვლავია
gio
09 ნოემბერი 2022 10:35
0
ანუ მწვრთნელის შექება-არშექებაზე ყოფილა დამოკიდებული ფეხბურთელის კარიერა?!...სპალეტის მიდგომა იდეალურია, კოლექტიურობა არ გამორიცხავს ვარსკვლავობას, თორემ აგერ მბაპემ ყველას თავზე გადაუარა, თავში რომ აუვარდა მწვრთნელის აღუ აღუს ძახილით...და თუ ასეთ მიდგომას არ მოიწონებენ ფეხბურთელები და სხვა გუნდებში გაიქცევიან, იქ ხო რას ამბობ, სულ ქება დიდებაში იქნებიან
ჰე
09 ნოემბერი 2022 10:30
5
ნაპოლი არაა ხვიჩას დონის....ხვიჩა ზამთარშივე წადი რეალში და ეგრევე ოქროს ბურთს ჩაგახუტებენ.... სპალეტი რეგვენი,როგორ თუ შეცვალა ან არ ათამაშა ხვიჩა.... ბიჯო აზრზე ხართ ზოგზოგიერთები რას ბოდიალობთ?.კლუბმა,მწვრთნელმა და ქალაქმა შვილივით მიიღო ხვიჩულა,ეფერება და ვარსკვლავობას პირდება და .....წავიდეს ჰააა.წავიდეს და დაიკიდოს ის სიკეთე რაც გაუკეთეს.სად იყო ძმაო რეალი.რატო არ წაიყვანა.ან ლივერპული ან სხვა ვინმე.მოიცა რააა.გაყიდვაში და დაუფასებლიბაში მაგრები ვართ
ჯელა
09 ნოემბერი 2022 07:15
10
სპალეტი მაინც მართალია, არანაირ შემთხვევაში არ არის ლამაზი. იმას არ ნიშნავს რომ ხვიჩაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ სხებზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და უნდა მიიღონ ის დაფასება რაც ეკუთვნით. რაც ავიწყდება ყველას და არ არის სწორი და ლამაზი ეგ. მითუმეტეს როცა არიან ისეთი ფეხბურთელები როგორიც ოსიმენი და ანგისა. თორემ მაგაზე არ არი ლაპარაკი, მთელმა მსოფლიომ ხვიჩაზე რომ ილაპარაკოს მაინც არ უნდა ქონდეს მაგაზე პრეტენზია არავის ნაპოლიში , იმიტომ რომ ჯერ მარტო ვარჯიშებზე ვერ ვაჩერებთო ისეთ რაღაცეებს აკეთებსო კაპიტანმა დი ლორენცომ თქვა და ოსიმენიც მაგას იძახის. ხვიჩა თქვენ ვარჯიშებზე არ გინახავთო რა შეუძლიაო ჯერ კიდევ აზრზე არა ხართო, ფაქტია ეს სიტყვები ოსიმენმა თქვა არარეალური ფეხბურთელი ხარო ესეც უთხრა. ესეიგი ვარჯიშებზე ყველას უმტკიცებს გუნდში და ხვიჩა თი ყველაზე პოპულარული იქნება რა პრეტენზიები უნდა ქონდეთ. მაგის მიუხედავად არ არის ლამაზი სხვა ფეხბურთელების დაკიდება ხალხის მხრიდან და ეგრე არ იქნება საჩემპიონო გარემო და სულისკვეთება
gaiget
09 ნოემბერი 2022 11:31
1
GeoTeam-ის Instagram-ი ნახეთ. ივან (მამუკა) ჯუღაევის სურათი არის გამოქვეყნებული. ნეაპოლში ჩავიდა.
გუშინწინ აქ დავწერე: ჯუღელს აწყობს, რომ წელიწადში ორჯერ გაყიდოს 100 მილიონად და თავისი პროცენტი აიღოს.
ქ. გ.
09 ნოემბერი 2022 03:55
22
მართლაც და ძალიან საინტერესოა, რრატომ დაარყტა პენალტი ლოზანომ. როცა ოსიმნმა მოიპოვა და თანაც ბომბარდირობას აწვება. კიდევ ერთხელ ვრწმუმდები, რომ სპალეტის არ უნდა რომ ხვიჩა იყოს გამორჩეული, იგივე ოსიმენიც. არაფერი გამოუვა. ან იქნებიან ვარსკვლავები, ან უბრალოდ გადავლენ სხვა გუნდებში. როგორ შეიძლება გაღიზიანებდეს შეკითხვები იმ მოთამაშეზე. რომელსაც ლომის წილი მიუძღვის შენი გუნდის წარმატებაში. ვირო მადლი მ^^^^^^, მაგაზეა ნათქვამი.
აბო
09 ნოემბერი 2022 02:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული