"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

AutoSharing Option
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა გუიდო ტრომბეტიმ, ისევ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საჯაროდ და უადგილოდ ლაპარაკობს. ამ ინფორმაციას AreaNapoli და CalcioNapoli24 Il Mattino-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"გასულ კვირაში სპალეტი, როგორც დიდი მწვრთნელი, ოსიმენის, ლობოტკას და რაჰმანის მნიშვნელოვანი პროგრესის გამო შევაქე. ბერგამოში კარგი ტაქტიკური გაკვეთილი ჩაგვიტარა, როდესაც რასპადორის ელმასი ამჯობინა. სრულყოფილებისკენ მხოლოდ ერთი წინსვლა აკლია.  პრესკონფერენციებზე გამონათქვამებში უნდა შეიზღუდოს. კვარაცხელიას თაობაზე
მის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლამაზი არ იყო: თანაგუნდელები გაღიზიანებულებული დარჩებიან იმით, რომ მასზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ. იბადება ეჭვი, რომ ტოსკანელი სპეციალისტი ვერ ეგუება ვარსკვლავებს.

ის, რომ კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა, იოტისოდენადაც არ აკნინებს ქართველის მნიშვნელობას. თან, ის რბილი ხასიათის ბიჭია. ვიმეორებ, სპალეტის ნათქვამი მე უადგილოდ მეჩვენება.

მაინც უარვყოფ იმ აზრს, რომ სპალეტი ვერ იტანს ჩემპიონებს, რამეთუ საკუთარ თავზე უფრო წინ გუნდს აყენებს. არ მინდა ცუდი ვიფიქრო და შევცოდო, მაგრამ სეზონის დაწყებიდან ქართველის გაკრიტიკების შანსს ხელიდან არ უშვებს. შესაძლოა, ეს მისი აღმზრდელობითი მეთოდია. თუმცა, ეს საქმეს ხელს უშლის. სირცხვილია, როდესაც შესანიშნავ გუნდში საჩემპიონო რბოლისას პრობლემების შექმნას რისკავს".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბიჯოოო,გაანებეთ ამ ბიჭს თავი რა.რა მარადონას,რის მესიის.იმათ ეპოქა შექმნეს.აცადეთ რა მშვიდად ცხოვრება.თამაშობს თავისთვის,თავის მუღამისთვის.რონალდინიო წავიდა და ფეხბურთმა ღიმილი დაკარგა.აგე მოვიდა ბიჭი რომელსაც იგივე შეუძლია.აცადეთ რააა შეძახილმა ხე გაახმოო ანდაზაა და კაცს ნუ აძახებთ ყოველ წამს.აცადეთ შექმნას რაღაც და გაიხაროს და გაგვახაროს
ჯელა
21:33 08-11-2022
6
მართლა პროფსორია ეს დალოცვილი. თითქოს ჩემს გულში იჯდაო. ჩემი აზრით. სპალეტის სულ ფეხებზე კიდია რამდენს გაიტანს ხვიჩა და რა სტატისტიკა ექნება. ეს ჩვენ გვაღელვებს და ხვიჩას. სპალეტისთვის მთავარია ნაპოლიმ გაიტანოს და გაიმარჯვოს. ეს პირდაპირ აისახება მის კარირრაზე და გასამრჯელოზე. დანარჩენი მაგისთვის სულ ერთია. მუშაობს გუნდური პრინციპით და მორჩა.
აბო
18:53 08-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული