"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

2007 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის თქმით, ცუდია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ერლინ ჰოლანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ.

"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია. ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო. სამწუხაროა, რომ ის და ჰოლანი მუნდიალს გამოტოვებენ, მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ" - განაცხადა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს, მასპინძელ კატარის ნაკრებისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნება.

alt"ნაპოლი" ხვიჩასა და

ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

 

alt"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საკუთარი მაისური გამოუგზავნა

altკვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა




მკითხველის კომენტარები / 13 /
საოცარი ბრაზილიელი კაცები
ლიზა
00:18 10-11-2022
1
ჩემო ჯიგარო კაცო კაკა, არ ინერვიულო შენ ცოცხალი იყავი და 2026- ში ნახავ ხვიჩას მსოფლიოზე და არა მარტო ხვიჩას, მასთან ერთად დარწმუნებული ვარ ზუკა, ჩაკვეტაძის და კიდევ ერთ ტალანტს რომელსაც ჩვენ ქართველებიც არ ვიცნობთ ჯერ, მარა 2026-ში ხვიჩასთან ერთად იქნება
Baduri
21:59 09-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული