მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე "ნაპოლი" ბოლო მატჩს 12 ნოემბერს "უდინეზესთან" ჩაატარებს და გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს იმედოვნებენ, რომელმაც მკურნალობის კურსი ჩაიტარა და სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.
მართალია, "ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, გუნდის თამაშმა უკეთესის სურვილი დატოვა და ტიფოზები ქართველის დაბრუნებას მოუთმენლად ელიან.
Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა აღდგენის პროცესშია და მიზანი უდინელებთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაა. Sky Sport-ის მტკიცებით, ის გუნდთან ერთად ხვალ ივარჯიშებს და "უდინეზესთან" შეცვლაზე შევა. "კორიერე დელო სპორტი" კი ამტკიცებს, რომ უკვე მომჯობინდა და სასტარტოში
იქნება.
მოკლედ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, დაზუსტებით არავინ არაფერი არ იცის, სავარაუდოდ, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ვარჯიშებზე დააკვირდება და მისი მდგომარეობიდან და მზადყოფნიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ერთ-ორი წელი ითამაშოს ნეაპოლში და მერე გადავიდეს სამეფო კლუბში წარმატებული კარიერის გასაგრძელებლად.... სამეფო კლუბის - რეალის ვარსკვლავები მომავალი წარმატებული კარიერის გარანტიაა... დარწმუნებული ვარ რომ წელს ნაპოლი სკუდეტოს აიღებს და ჩემპიონთა თასის აღების შანსიც აქვს ... 50/50....