"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "უდინეზეს" მასპინძლობს. მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, რის გამოც გუნდს "ემპოლისთან" და "ატალანტასთან" შეხვედრაში დააკლდა.

ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ჯუღელის თქმით, ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

"სატრანსფერო ჭორები? მას ველაპარაკე და ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლის გატარება სურს. ხვიჩას მთავარი მიზანი გამარჯვება და "ნაპოლისთან" ერთად ტიტულის მოგებაა, შემდეგ კი შეიძლება ახალი თავგადასავლის დაწყებაზე იფიქროს.

რაც შეეხება მოპარულ მანქანას, მსგავსი რამ ნებისმიერ ქალაქში ხდება.
მთავარი ისაა, რომ პრობლემა მოგვარდა.

ითამაშებს თუ არა "უდინეზესთან"? ალბათ, პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნას ვერ შეძლებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ ითამაშოს" - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" მატჩი 12 ნოემბერს, შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"? - იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

alt"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კაცი არ მომწონს
D.t
10 ნოემბერი 2022 20:37
5
ოკ
ხნჯსკ
12 ნოემბერი 2022 05:58
0
ჯერ ნაპოლი და მერე მისი საყვარელი კლუბი
გიო
10 ნოემბერი 2022 17:16
1
ნაპოლის მერე რეალში ან სიტიში თუ გადავა მეტი არცერთ გუნდში არ მემეტება!!!! ჰალა მადრიდ
რონი
10 ნოემბერი 2022 12:46
22
აზარი და ბეილი კი არა რეალ ისეთები მოუნელებია, ჰოლანდიის მაშინდელი ამომავალი ვარსკვლავები, რობენი,სნაიდერი,ვან დერ ვაარტი ჰყავდა ღრმა თადარიგში, ამის შემდეგ არ მიყვარს სწორედაც რეალი, პატარა ბიჭები იყიდეს და სკამი ახეხინეს,კიდევ კარგი დროულად გაასწრეს და კიდევაც ითამაშა სამივემ დიდი ფეხბურთი.
ნოდოს
11 ნოემბერი 2022 08:21
0
აზარის რეალში ერთი წარმატებული თამაში გინახია? რასაც ვინისიუსი თამაშობს მაგის შემხედვარე ძველი აზარი ჯიბეში ჩაისვავდა მაგრამ... კვარამ ის თამაში თუ ითამაშა რასაც თამაშობს ვინის გაყიდიან და რადგან ტიპს 4წელია თან ყვებიან ზდანი და ვინ აღარ დაუყენეს მასწავლებლად კარში დარტყმა ვერ ასწავლეს ტყიური ტყიურად დარჩა.....
რონი
10 ნოემბერი 2022 17:31
0
ყველა გამოხმაურება
დაბრუნდეს, ბათუმის დინამოში!
ვახახუნა სანაია.
10 ნოემბერი 2022 12:38
47
საიდან ამდენი ზიზღი და ბოღმა ჩვენ ხალხში. რა ვეღარ შეეშვით სანაიას. ხან ნაცებსიო , თუ ეს მიზანმიმართულად კეთდება ზალიან ცუდი და თუ შეუგნებლად კიდე უარესი, მთლად ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
გიო
10 ნოემბერი 2022 14:24
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული