კვარაცხელიას მსურველ კლუბს კონტრაქტის გამოსასყიდად 100 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედ ხელშეკრულებას ერთი სეზონით გაუხანგრძლივებს და წლიურ ხელფასს ერთი მილიონი ევროდან ორ მილიონამდე მოუმატებს.

კვარაცხელიას კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 35 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზრდება.

ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა ზაფხულში ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონად შეიძინა. ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 35 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
როცა ფეხბურთელს 100 მილიონს უწესებ გამოსასყიდად,2 მილიონზე მეტს,ბონუსად აძლევენ ხოლმე,მხოლოდ ხელის მოწერისათვის.მოიკითხოს ხვიჩამ, რამდენს უხდიან ხელფასს,ასე შეფასებულ ფეხბურთელებს.ყველას უნდა ვარსკვლავი,კაპიკებში.
სოსო
17:23 11-11-2022
0
მოიცა, ეს რა გამოდის? უზომოდ დიდი გამოსასყიდი თანხა - 100 მილიონი და ამის პარალელურად შედარებით დაბალი ხელფასი - 2 მილიონი. სათავისოდ ძალიან ჭკვიანები არიან "ნაპოლი"-ს მენეჯერები. ნამდვილი მარგალიტი ჩაიგდეს ხელში კაპიკებში და რომ გაამართლა, ახლა ადებენ ისეთ ფასს რომლის გადახდა სავარაუდოდ გრანდებსაც დაენანებათ, ხოლო იმავდროულად უნიშნავენ მისთვის ნაკლებად შესაფერისს ხელფასს! ახლა წარმოვიდგინოთ რომ "ნაპოლიმ" სეზონის ბოლოს სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 1/4 ფინალში გავიდა (რაც სრულიად რეალურია), ამხელა ფასის გადახდას მოისურვებს "რეალი" ან სხვა "გრანდი"? ხვიჩასთვის რომ 3-ჯერ მაინც გაეზარდათ ანაზღაურება, კიდევ ვიტყოდი უპრობლემოდ უნდა დარჩეს-თქო. მაგრამ 2-ჯერ გაზრდილი ხელფასი, სეზონის ბოლოს მიღწეულ წარმატებებში ხვიჩას დამსახურებასა და ჩაშლილ ტრანსფერს ვითომ გადასწონის?! აი ეს არის შეკითხვა, რომელიც ლეგიტიმურად ჩნდება
Fani
17:05 11-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული