"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "უდინეზეს" მასპინძლობს. მოგეხსენებათ, "პარტენოპეის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, რის გამოც გუნდს "ემპოლისთან" და "ატალანტასთან" შეხვედრაში დააკლდა.

ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა Calcionapoli-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

ჯუღელის თქმით, ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.

"სატრანსფერო ჭორები? მას ველაპარაკე და ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლის გატარება სურს. ხვიჩას მთავარი მიზანი გამარჯვება და "ნაპოლისთან" ერთად ტიტულის მოგებაა, შემდეგ კი შეიძლება ახალი თავგადასავლის დაწყებაზე იფიქროს.

რაც შეეხება მოპარულ მანქანას, მსგავსი რამ ნებისმიერ ქალაქში ხდება.
მთავარი ისაა, რომ პრობლემა მოგვარდა.

ითამაშებს თუ არა "უდინეზესთან"? ალბათ, პირველივე წუთიდან მოედანზე ყოფნას ვერ შეძლებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ ითამაშოს" - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" მატჩი 12 ნოემბერს, შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"? - იტალიური მედია ინფორმაციას ავრცელებს

alt"კარგი ბიჭია; ცუდია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება" - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა


მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს კაცი არ მომწონს
5
ჯერ ნაპოლი და მერე მისი საყვარელი კლუბი
გიო
17:16 10-11-2022
1

სიახლეები პოპულარული