"ნაპოლის" საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღესაც ვერ ივარჯიშა, კლუბის ბაზაზე თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და "კასტერ ვოლტურნო" ნაადრევად დატოვა.
Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია ბოლო საათებში ძალიან ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ დიდი ალბათობით, "უდინეზესთან" მატჩში მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში არ იქნება და განაცხადში არ შეიყვანენ.
90min-ი ხვიჩაზე ინფორმაციას ავრცელებს სათაურით - "ცუდი ამბები "ნაპოლისთვის": ბოლო ცნობები კვარაცხელიას ტრავმის შესახებ". გამოცემა აღნიშნავს, რომ ამირ რაჰმანიმ სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა და გუნდთან ერთადაც, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და სალვტორე სირიგუ,
ალბათ, განაცხადს მიღმა დარჩებიან.
მოკლედ, უდავოა, რომ უვარჯიშებელი ქართველი თამაშის სასტარტოდან დაწყებას ვერ შეძლებს და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შეცვლაზე შეუშვან. იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ბოლომდე ვერ მომჯობინდა, იქნებ სულაც უკეთესი იყოს, საერთოდ დაისვენოს და წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.
მანქანის მოპარვა გაფრთხილება იყო.