"ცუდი ამბები "ნაპოლისთვის" - ხვიჩა, ალბათ, სპალეტის განკარგულებაში არ იქნება

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად დღესაც ვერ ივარჯიშა, კლუბის ბაზაზე თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და "კასტერ ვოლტურნო" ნაადრევად დატოვა.

Il Mattino წერს, რომ კვარაცხელია ბოლო საათებში ძალიან ცდილობდა მწყობრში ჩადგომას, მაგრამ დიდი ალბათობით, "უდინეზესთან" მატჩში მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში არ იქნება და განაცხადში არ შეიყვანენ.

90min-ი ხვიჩაზე ინფორმაციას ავრცელებს სათაურით - "ცუდი ამბები "ნაპოლისთვის": ბოლო ცნობები კვარაცხელიას ტრავმის შესახებ". გამოცემა აღნიშნავს, რომ ამირ რაჰმანიმ სატრენაჟორო დარბაზშიც ივარჯიშა და გუნდთან ერთადაც, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია და სალვტორე სირიგუ,
ალბათ, განაცხადს მიღმა დარჩებიან.

მოკლედ, უდავოა, რომ უვარჯიშებელი ქართველი თამაშის სასტარტოდან დაწყებას ვერ შეძლებს და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება შეცვლაზე შეუშვან. იმის გათვალისწინებით, რომ "კვარა" ბოლომდე ვერ მომჯობინდა, იქნებ სულაც უკეთესი იყოს, საერთოდ დაისვენოს და წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მკითხველის კომენტარები / 44 /
წავიდა შეთქმულების თეორიები, აქეთ იაპონია, იქით ხანას ყული ხანი, იქით კიდევ შაქარივით შეგერგოსოლ, ოეეე! რა მაფია, რის ვენოკი ტოო!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
03:23 13-11-2022
2
რაღაც ცუდი სუნი ასდის მართლა. თავიდანვე ითქვა ქურდებმა იჩალიჩეს ხვიჩას ნაპოლიში გადასვლაო. არ მჯეროდა. ახლა როგორც ჩანს წილს ითხოვენ. და როგორც ყველა ვხდებით საკმაოდ სოლიდურიც იქნება. ღმერთმა ქნას ტყუილი იყოს.
მანქანის მოპარვა გაფრთხილება იყო.
ვანჩოპე
18:11 11-11-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული