"Kvara Tv" - იტალიურ ტელევიზიას ხვიჩას სახელი უწოდეს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა დენის რომანცევმა "ნაპოლის" გულშემატკივრები და იტალიელი ჟურნალისტები ჩაწერა, რომლებმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს.

Teleclubitalia-ს წამყვანმა ფრანჩესკო მოლარომ ჩვენებურის შესახებ თქვა:

"Teleclubitalia-ს არხზე Napoli Allnews-ის გადაცემას ვუძღვები. კამპანიის რეგიონში ჩვენი ტელევიზია 77-ე არხზე შეგიძლიათ ნახოთ.

როცა ხვიჩამ ეს ნომერი აირჩია, ძალიან გაგვიხარდა. ახლა საკუთარ ტელევიზიას Kvara Tv-ს ("კვარას არხს") ვუწოდებთ.

მისი დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშის სიმარტივე, დარტყმა, პასი... ყველაფერი მართლაც შესანიშნავ დონეზე აქვს... გარდა ამისა, მას ძალიან კარგი ადამიანური მანერები აქვს. "ნაპოლის" ბაზაზე მას ყველა დიდი სიყვარულით ესალმება და ქართველთან ურთიერთობა
ყველას სიამოვნებს", - ამბობს მოლარო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ ხო გიჟები ვართ, მარა იტალიელები ჩვენზე მაგარი გიჟები ყოფილან...
თემური
02:17 12-11-2022
1
ნაპოლიტანები დღემდე მარადონას გიჟი ფანები არიან, როგორც წმინდანი ისე ეთაყვანებიან. გამყიდველი რომელიც ნაპოლის მაისურებს ყიდდა ამბობს რომ ყველაზე კარგად მარადონას მაისური იყიდება, მერე კვარაცხელიასი, ოსიმენის, რადიატორის და დი ლორენცოსიო
ვასიკო
13:19 11-11-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული