"ლივერპული" გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა - უცხოური პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
"ლივერპული" "ვალენსიას" ქართველი მეკარით გიორგი მამარდაშვილით ინტერესდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, კლოპი "მამარდას" არა ძირითადის, არამედ სარეზერვო მეკარედ განიხილავს, რადგან ადრიანი, დიდი ალბათობით "სქაუზერებს" სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ადრიანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კლოპი კი მის შემცვლელს ეძებს.

მამარდაშვილი "ვალენსიაში" შთამბეჭდავად ასპარეზობს და ჯერ კიდევ გასარკვევია დათანხმდება თუ არა სარეზერვო მეკარის სტატუსს. 22 წლის მეკარეს უდიდესი პოტენციალი აქვს და სურს შეუერთდეს კლუბს, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. შესაძლოა, "ლივერპულმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეთავაზება გააკეთოს, თუმცა მათ
სიაში სხვა მეკარეებიც არიან" - წერს გამოცემა.

altსანტიაგო კანისარესის შვილი გიორგის: "მამაჩემს ისე უყვარხარ, ოჯახში სულ შენზე ლაპარაკობს"

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 13 /
სარეზერვო მეკარეში 100 მილიონს არავინ გადაიხდის რა სისულელეა
აქაური
13:31 13-11-2022
1
მამარდა ისეთი ტიპია ალისონსაც ამოაგდებს ძირითადიდან როგორც სილესენი ამოაგდო.აურა აქვს სასწაული!ყველა მევრთნელი მისცემს შანსს და შეიყვარებს კლოპი მოთუმეტეს
ლუკინო
13:52 13-11-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული