წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩას აგენტებთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს და ქართველს ბონუსებსაც სთავაზობს.
"ჯუნტოლი უკვე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს "ქართველი მესი" და მიუხედავად იმისა, რომ "კვარას" "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მალე ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.
ახალი კონტრაქტი ბონუსებს მოიცავს. ჯუნტოლი მოთამაშის აგენტებს უკვე ესაუბრა და შეთანხმება შედგება" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ხვიჩამ ტრავმის გამო "ნაპოლის" უკანასკნელი 3 მატჩი გამოტოვა.
დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა - კვარაცხელია და ოსიმენი არ გაიყიდება