ახალი შეთავაზება მზადაა - ჯუნტოლი ხვიჩას აგენტებს უთანხმდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino იტყობინება.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩას აგენტებთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს და ქართველს ბონუსებსაც სთავაზობს.

"ჯუნტოლი უკვე ფიქრობს, თუ როგორ შეინარჩუნოს "ქართველი მესი" და მიუხედავად იმისა, რომ "კვარას" "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მალე ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

ახალი კონტრაქტი ბონუსებს მოიცავს. ჯუნტოლი მოთამაშის აგენტებს უკვე ესაუბრა და შეთანხმება შედგება" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ტრავმის გამო "ნაპოლის" უკანასკნელი 3 მატჩი გამოტოვა.
სამწუხაროდ, დღეს შევიტყვეთ, რომ კვარა წელის ტკივილის გამო ეროვნულ ნაკრებს 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

altდე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა - კვარაცხელია და ოსიმენი არ გაიყიდება

alt"ნაპოლის" მოულოდნელი აღმაფრენა - კვარაცხელია ნაკრებს გამოაკლდა, მისი გუნდი მუნდიალის დროსაც ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
წელიწადში მინიმუ 5 მილიონს თუ არ დაუნიშნავენ უარი უნდა უთხრას ! მარტო ხვიჩას სახელის გამოყენებით იმდენ ფულს აკეთებენ წელიწადში 50 მილიონზე მეტი გამოდის და იმ 50 მილიონის 10% ც რომ არ მისცენ მაგარი უნამუსობა იქნება ! ზელენსკი მაგარი ფეხბურთელია მაგრამ რატომ უნდა ქონდეს მაგას ხვიჩაზე ორჯერ მეტი ხელფასი ??
zura222
17:45 14-11-2022
6
ჰო, რავი, ფულს არ უნდა გამოეკიდოს. ზრდა უნდა გააგრძელოს. გარემო იდეალური აქვს. ფული მაინც მოვა და ბლომადაც.
გიორგი
02:56 15-11-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული