"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
შოთა არველაძემ Calcionapoli 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

" ხვიჩა ფენომენია, მისით ვამაყობ. უბრალოდ უყვარს, რასაც აკეთებს. ძალიან კარგი ბიჭია. შეუძლია თუ არა "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება? რა თქმა უნდა, მათ დიდებული შანსი აქვთ.

რას ნიშნავს კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ხვიჩა ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც "კვარა" ნაკრებს ვერ ეხმარება, დიდი პრობლემები გვაქვს. მასთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - განაცხადა არველაძემ.

როგორც ჩანს, შოთა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გუშინ "სტადიო ოლიმპიკოზე",
დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო.

altშოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა [VIDEO]

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხ რა მალე ავიწყდება ხალხს თავის გმირები? უგნურთა კასტავ, ღმერთმა ნუ ქნას და ხვიჩას, რომ ფეხი დაუცდეს მის ჩაწიხვლას, რომ ვერავინ დაგასწრებთ თქვენ ის ხალხი ხართ. არველაძე იყო არის და იქნება ერთერთი სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი.
ჟორა გაბრიჭიძე
20:33 15-11-2022
11
თქვენმა თაობამ რატომ ვერ შეძელით
?
იმიტომ, რომ ფეხებს და ჯიბეს უფრთხილდებოდით, ანუ საკუთარ ტრ....ს!
ვაიდა დავშავდე, მერე? მერე რა მეშველებაო და ოფლიც არ გამოგდიოდათ. ეხლა კი, გიყვარდეს, ენით ზურგს იფხანთ...
კ ო მ ბ ლ ე
00:14 16-11-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული