"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
შოთა არველაძემ Calcionapoli 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

" ხვიჩა ფენომენია, მისით ვამაყობ. უბრალოდ უყვარს, რასაც აკეთებს. ძალიან კარგი ბიჭია. შეუძლია თუ არა "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება? რა თქმა უნდა, მათ დიდებული შანსი აქვთ.

რას ნიშნავს კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ხვიჩა ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც "კვარა" ნაკრებს ვერ ეხმარება, დიდი პრობლემები გვაქვს. მასთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - განაცხადა არველაძემ.

როგორც ჩანს, შოთა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გუშინ "სტადიო ოლიმპიკოზე",
დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო.

altშოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა [VIDEO]

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
შენ ლაპარაკის მეტი არაფერი შეგიძლია! მინდა მჯეროდეს რომ გულით გაგიხარდებათ თქვენ ვეტერანებს ახალი თაობა თუ რამეს მიაღწევს…მაგრამ არ ვიცი..მაკედონიასთან თამაშის წინ ყველამ რომ პროფესორობა დაიწყეთ ჯერ დაელოდე შედეგებს და მერე იპროფესორე!!!
ნოსტალგია
16 ნოემბერი 2022 07:29
3
3 4 ანებზე ვინც დაამთავრა რა არ იმსახურებს კვარას ნახვას.ამერიკას 10 მილიარდერი წარმატებული ყავს უმაღლესი არ დაუმთავრებია.დიპლომი არ აქვთ და ჩვენთანაც ბევრი მაგალოთია .რომელ პიროვნებაში რას ჩადებს ეგ უზენაესმა იცის ადამიანთა ნახევარი პროფესიას სიცოცხლის გზაზე იცვლის.
Ggggg
16 ნოემბერი 2022 09:44
3
"ამ დროისთვის" საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი )) ვფიქრობ, თავის დროზე "ამ დროისთვის" მოშორდება ამ წინადადებას. P.S. საერთოდ, თავმდაბლობა ჩემი აზრით ალამაზებს ადამიანს. მეშახტე იქნება ეს, ექიმი, თუ სახელოვანი ფეხბურთელი. მადლობა ღმერთს ხვიჩას ეს თვისება გააჩნია
დინამოელი
16 ნოემბერი 2022 09:34
2
აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად რო დაგასახელეს ისა თქვი რა...მაგრად იძახი მაგას
jordan beli
16 ნოემბერი 2022 07:58
2
შოთის და ხვიჩას საუბრის ერთნაირ ტემბრზე მეღიმება...
ლაშა
15 ნოემბერი 2022 23:40
6
ინგლისის გარდა ტოპ 5-ეულის ყველა ჩემპიონატში შეიზლება თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრებს წარმატებები ვერ ექნება!
ლაშა
16 ნოემბერი 2022 08:39
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული