"ხვიჩას საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა შეუძლია" - შოთა არველაძემ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
შოთა არველაძემ Calcionapoli 24-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

" ხვიჩა ფენომენია, მისით ვამაყობ. უბრალოდ უყვარს, რასაც აკეთებს. ძალიან კარგი ბიჭია. შეუძლია თუ არა "ნაპოლის" სკუდეტოს მოგება? რა თქმა უნდა, მათ დიდებული შანსი აქვთ.

რას ნიშნავს კვარაცხელია ქართველი ხალხისთვის? ხვიჩა ამ დროისთვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია. როდესაც "კვარა" ნაკრებს ვერ ეხმარება, დიდი პრობლემები გვაქვს. მასთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - განაცხადა არველაძემ.

როგორც ჩანს, შოთა კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გუშინ "სტადიო ოლიმპიკოზე",
დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო.

altშოთა არველაძემ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში 2 გოლი გაიტანა [VIDEO]

alt"ხვიჩას მივწერე და ვუთხარი, რომ... "აიაქსს" ვეუბნებოდი, იყიდეთ-მეთქი და მიპასუხეს..." - შოთა არველაძე "კვარაზე" და მის მომავალზე

alt"ეს მისი სამყაროა და თამაშის დროს ამიტომაც არის ასეთი" - შოთა არველაძე ხვიჩაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
აბსოლუტური სისულელე სტუდენტების მანდ ჩაყვანა. აგერ გამოეშვათ UCLA-ში 2 კვირით ეგ აჯობებდა.
ახლა არველაძეც ამ ბიჭით პიარობს :))
4
დაითვალეთ რამდენი ბურთი აქვს გატანილი შოთას[მოწინააღმდეგის კარში] საქართველოს ნაკრებში და მერე ლანძღეთ თქვე უსინდისოებო.
სირცხვილია
12:08 16-11-2022
7

სიახლეები პოპულარული