"კვარა "ნაპოლიში" ერთადერთია, მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ექსდირექტორი

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ რადიო "მარტეს" ეთერში უარყო, რომ თავიდან "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებდა და გუნდში ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად აღიარა:

"ვაკრიტიკებდი თუ არა წარსულში ხვიჩა კვარაცხელიას? ეს ასე არაა: ყოველთვის ვამბობდი, რომ ის "ნაპოლიში" ერთადერთი ნამდვილი ტალანტია, რადგან მხოლოდ მან იცის, რა უნდა გააკეთოს, რაც სხვებს არ შეუძლიათ.

თუ ლუჩანო სპალეტის მისი არტახებში მოქცევა სურს, დიდ შეცდომას დაუშვებს, ვინაიდან ნიჭის გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება".

alt"კვარაცხელიასთან ერთად "ნაპოლი" 12 ფეხბურთელით თამაშობს" - "პარმას" ექსდირექტორი

alt"სპალეტიმ ხვიჩას კარგი გაკვეთილი

ჩაუტარა" - "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი კვარას აკრიტიკებს

altკვარაცხელიას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ და ინდივიდუალისტობას უწუნებენ

alt"ხვიჩას კონტრაქტში უწერია, რომ თუ ამას არ გააკეთებს, არ ათამაშებენ..." - ფედელემ კვარაზე იხუმრა და დე ლაურენტისს მატყუარა უწოდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
არავითარი არტახები. უბრალოდ ხვიჩამ თუ ბოლო პასი დაამუღამა, აი, ისეთი ინგლისმა რომ შეუგდო ირანს ბოლო გოლი, მაშინ მას ფასი არ ექნება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ძალიან მალე დაიწყებს.
bmb
21 ნოემბერი 2022 19:54
0
მინდორზე 11 ნიჭიერი "ბარდაგია"!
ვაცალოთ სპალეტის. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგადაა. ხვიჩა სტაბილურად უმატებს, როგორც ტაქტიკურად ისე ფიზიკურად. თუ ასე გააგრძელებენ 2 სეზონში სრულყოფილი ფეხბურთელი გვეყოლება, რომელიც მწვწრვალებს დაიბყრობს! წარმატება ხვიჩას, ნაპოლის და საქართველოს ნაკრებს!
G.A.L.
21 ნოემბერი 2022 15:13
0
მერე და ვინ თქვა,რომ სპალეტი არტახებში აქცევს?!რუბინის ხვიჩა და ნაპოლის ხვიჩა,ერთი და იგივეა?ყველაფერს ასწავლის და ხვიჩასც სწავლობს.ბრილიანტს,ახალ წახნაგებს ჰმატებს,რომ თავისი ნიჭი,კიდევ უფრო სრულყოფილად გამოავლინოს.ჩვენზე კარგად ხედავს,მის რესურსს და ცდილობს ყველაფერი გახსნას.პელე და მარადონა, მოედნის ყველა მონაკვეთზე იბრძოდა და კვარადონაც,ასე უნდა მოიქცეს.თუ რა თქმა უნდა სურს,რომ მაქსიმუმს მიაღწიოს.რომ სურს,ამაში ეჭვი არ მეპარება და ამიტომ,სპალეტიც სწორად იქცევა.
სოსო
21 ნოემბერი 2022 13:32
0
სპალეტიმ ყველაზე კარგად იცის რა არის საჭირო.
გია
21 ნოემბერი 2022 12:56
1
ჯერ კიდევ როდის თქვა დიდმა გრიგოლ ორბელიანმა "მიეცით ნიჭსა გზა ფართო,თაყვანისცემა ღირსებას:ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს და არა გვარიშვილობას". დიდი ნიჭი დააბერტყა გამჩენმა ჩვენს ხვიჩას და მჯერა მისი ბრწყინვალედ გამოყენებაშიც არავის შეაშლევინებს ხელს!
მერაბი
21 ნოემბერი 2022 09:59
0
მართალია ნიჭს თავისუფლება სჭირდება სხვა შემთხვევაში ვერ გაიფურჩქნება შედეგიანი იქნება ნაპოლისთვის მაგრამ მაყურებლისთვის არც ისე ლამაზი და საინტერესო!!!
ზაზა
21 ნოემბერი 2022 08:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული