"კვარა საუკეთესოა, შემდეგ კი ოსიმენი მოდის" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Canale 21-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

კიარელომ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და ქართველს საუკეთესო უწოდა.

"კვარაცხელია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია, ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. მის შემდეგ ოსიმენს დავასახელებ, რადგან გადამწყვეტ მატჩებში კარგად გამოიყურება. კიმ მინ-ჯაემ კულიბალი დამავიწყა და ლობოტკა, რომელიც თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ზამბო-ანგისა შეუცვლელია, მერეტს 8 ქულით შევაფასებდი, ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და რაც მთავარია, შეცდომებს იშვიათად უშვებს. მარიო რუის 8 ქულას დავუწერ, მატიას ოლივეირას კი
- 7.5 ქულას.

ელმასი ჩემი ფავორიტი მოთამაშე არ არის, თუმცა მწვრთნელი ენდო და ჩრდილომაკედონიელმაც იმედები გაუმართლა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 7 ქულაზე დაბალს დავუწერ, ნტანგი ნდომბელეა, ფრანგმა ჯერჯერობით იმედები ვერ გაამართლა.

ვფიქრობ, შეტევაში პოლიტანო უფრო სახიფათოა, ვიდრე ლოსანო" - განაცხადა Campania Sport-ის ჟურნალისტმა.

altჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

alt"კვარა "ნაპოლიში" ერთადერთია, მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ექსდირექტორი

მკითხველის კომენტარები / 2 /
Bolos ar vetanxmebi danarcheni 100%
Givi
10:02 22-11-2022
1
ა კაცი!
givi
16:02 23-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული