ხვიჩა კვარაცხელიას სამეგრელოში, სახლთან, გულშემატკივრები დახვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, სერია A-ს პირველი წრე დასრულდა, "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კი დასვენების დღეებს მშობლიურ სამეგრელოში ატარებს. გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ დახვდნენ "კვარას" სახლთან გულშემატკივრები.

წყარო: Khvicha Khvaratskhelia Fans

altჯუნტოლისა და ხვიჩას აგენტების შეხვედრა შედგა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

alt"კვარა "ნაპოლიში" ერთადერთია, მისი გალიაში გამოკეტვა არ შეიძლება" - "პარმას" ექსდირექტორი


მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან კარგია ბავშვებს რომ ასე უხარიათ, უბრალოდ გულსატკენია, რომ სოციალურ ქსელში ამდენი ციციკორე გამოჩნდა და ამ ბიჭს სახის გამომეტყველებასაც უწუნებენ. ღიმილით რატომ არ გადაეხვია ბავშვებსო. როგორც მერე დაწერეს ღამის 4 საათზეც მიდიოდნენ ბავშვები ავტოგრაფისთვის და ცოტა უხერხული ხომ არაა ასე მოქცევა...
ჩვენნაირი ციციკორე ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. ამათი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ამ ბიჭმა, პოლიცელებთან ფოტოს გამოც გააკრიტიკეს, ტურაშვილთანაც, ღარიბაშვილთანაც, კეკელიძესთანაც და რავიცი. რაცარუნდა გააკეთოს მაინც გამოჩნდებიან ციციკორეები და პირს ვერავის აუკრავ, თავისუფალ სიტყვას ეს უატყოფითი მხარე აქვს უინტელექტო მასაში, თუმცა დაიხვეწებიან დროთა განმავლობაში და ისწავლიან, კლავიატურასთან ყველაფერი რომ არ ითქმის, რასაც გულში გაიფიქრებ, მითუმეტეს როცა სხვა ადამიანზე ცუდის თქმას დააპირებ :(
.
21 ნოემბერი 2022 15:33
0
საქართველოში ყოველთვის გვყავდა,ვარსკვლავები და სუპერვარსკვლავები,რომლებიც ხალხს ძალიან უყვარდა,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა,მათი პირადი სივრცე,არ დაეტვირთა.მგონი ხვიჩასაც აქვს,წყნარად დასვენების და დროის გატარების უფლება.არა მგონია დასავლეთში გავრცელებული აჟიოტაჟის, საქართველოში დანერგვა კარგი საქმე იყოს.ჩვენი სიყვარული,მორიდებული უნდა იყოს და არამომაბეზრებელი.ყოველ შემთხვევაში,ვარსკვლავების მიმართ,ქცევის ქართული,ტრადიციული მოდელი,გაცილებით უფრო მისაღები მგონია,ვიდრე დასავლური,ფანების წეწვა-გლეჯა,კუმირთან ახლოს მისასვლელად.არც ამ ვიდეოშია,რაიმე მიუღებელი,მაგრამ მგონი მაინც სჯობს,შორიდან,ჩუმი პატივისცემა,რომელიც მას არ შეაწუხებს და გეგმებს არ აურევს.
სოსო
21 ნოემბერი 2022 14:23
0
ზედმეტად ნუ შეაწუხებთ მესმის ყველას გიყვართ, მაგრამ ასე შეიძლება ვერც დაისვენოს ნორმალურად და მომავალში იქ ჩასვლას თავი აარიდოს.
ვანჩოპე
21 ნოემბერი 2022 18:19
1
გენაცვალე კვარა გულში! მაგიტომაც უყვარხარ უფალს! ადამიანიხარ რომელიც დარჩება ყოველთვის ადამიანი!
ირაკლი
21 ნოემბერი 2022 19:58
0
მაგრად მევასებიან მეგრელები, განსაკუთრებული სიყვარული იციან თავიანთი კუთხის და ნათესავების. სხვა ქართველებისგან ამით გამოირჩევიან
semi
21 ნოემბერი 2022 13:56
2
მერე მეგრელებს ევასები რო?
22 ნოემბერი 2022 08:31
1
აი თითქოს ხო ყველას უყვარს კვარა საქართველოში, ამაზე საყვარელი ხო ამ ეტაპზე არავინ გვყავს, ხალხი თურმე ღამეებს ათევდა სახლთან, რომ დაენახათ როცა გამოვიდოდა...
და მაინც, როგორც კი რაღაც არ მოეწონებათ, თუნდაც ელემენტარული, ეგრევე გადათელვას იწყებენ კომენტარებში.
იმიტომ თქვა ალბათ ხვიჩამ, არც ვკითხულობ კომენტარებსო, ვინც მხარს მიჭერს დიდი მადლობაო მაგრამ კარგთან ერთად ცუდიც ბევრიაო. ანუ მოქმედებს მასზე ეს ცუდი კომენტარები, ჯერ კიდე ბავშვია ხალხო, რატო ვერ იგნებთ, ამდენ რამეს ცდილობს, უნდა ყველა გაახაროს და
იქ სახის მიმიკა დაუწუნეს, იქ ბავშვს კი ჩაეხუტა მარა უფრო მეტი სითბო უნდა გამოეხატაო, უნდა გაეღიმაო, ხელში უნდა აეყვანა ყველა თუ რაუნდა ექნა არვიცი...
არავინ დაუტოვებია ავტოგრაფის გარეშე და მაინც რაღაც აბსურდებს უგონებენ. როგორ შეიძლება ასე.
ელემენტარული ემპათიის გრძნობა არ აქვთ ადამიანის მიმართ.
ჩაუვარდეთ მომენტი და ეგრევე ზედ გადაუვლიან, ამიტომაც არ მჯერა ამ ყალბი სიყვარულების და ფანატიკოსობის, ვინც უყვართ იმას ასე უსამართლოდ არ ექცევიან და რაღაც სისულელეებს არ აბრალებენ.
.
22 ნოემბერი 2022 00:46
0
ერთსაც რომ ვერ მოუწეროს ხელი ეგრევე გაილანძღება სოც. ქსელებში.
ეგ არაა სიყვარული.
თუ არასწორად ვამბობ ბოდიშს მოვიხდი მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან ძაბავს ამ ბიჭს და არ სიამოვნებს ეგ პროცესი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ბავშვები უსაყვარლესები არიან, ამათ რაიმეზე უარს როგორ ეტყვის, უბრალოდ მისთვის სასიამოვნო პროცესი არაა ჩართული კამერები და აჟიოტაჟი.
ჩემი პირადი აზრია
Spain
21 ნოემბერი 2022 16:59
0
ხვიჩა გურიაში ჩადი და ის საყვარელი ცუგა ნახე...
ლაშა
21 ნოემბერი 2022 15:41
5
ჩქიმი სამარგალო
მეგრელი
21 ნოემბერი 2022 13:55
1
ეს ბიჭი არის ოქრო და მასზე აუგი ან საყვედურის უფლება არავის აქვს!
გეგი
22 ნოემბერი 2022 04:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული