"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
გაგნიძემ ტრამვა მოირჩინა? სად ნახავდა?
გიორგი
29 ნოემბერი 2022 12:57
1
პორტუს მეორე გუნდში სულ 67 წუთი ითამაშა, მაგის ასაკში კვარა რუბინში მცველებს თავბრუს ახვევდა. პერსპქეტიული არისო რომ ამბობენ შედეგებით უნდა დაამტკიცოს. არც ასაკობრივ ნაკრებებში არ ითამაშა რომ უფრო კარგად გვენახა წელს. 2005 იანებში პერსპექტიული ბიჭები გყვავს, არ ვიცი რამდენად გაამართლებს.
azri
29 ნოემბერი 2022 10:29
0
გიორგი აბუაშვილი?
zaza
29 ნოემბერი 2022 10:11
4
Modi ra jughels nu miawert xvichas warmatebas, omi rom ar yofiliyo xvicha tavs ver daaghwevda. Bichi dafrinavda da tviton gaapiara tavi tavisi tamashit...
Sss
29 ნოემბერი 2022 11:55
4
ლუკა გაგნიძეც 19 წლისაა
ანტა
29 ნოემბერი 2022 10:57
5
ძალა მაინც მოხნავს აღმართს!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 08:04
3
ჩვენ პოლიტიკოსებს ვკითხოთ ვინაა იტალიაში თამაშის 2003წ დაბადებული კანდიდატი - მათ ხომ ყველაფერი იციან!
პლეხანოვზე გაზრდილი
29 ნოემბერი 2022 14:27
7
Shemtevzea laparaki da gagnidze ar iqneba albat.
Givi
29 ნოემბერი 2022 12:04
2
ლუკა გაგნიძე?
Gagnidze
29 ნოემბერი 2022 11:19
6
იმედია ჩაკვეტაძეზე საუბრობს
endi
29 ნოემბერი 2022 13:55
31
ჩაკვეტაძე უკვე აღარაა ახალგაზრდა ფეხბურთელი, მითუმეტეს 19წლის
დავით 67
30 ნოემბერი 2022 05:08
0

სიახლეები პოპულარული