"ოქროს ბურთი 2023" - ხვიჩა რეიტინგში წინ მიიწევს

AutoSharing Option
ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სია განაახლა და ჩვენდა სასიხარულოდ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.

ქართველი გამორჩეულ მოთამაშეებს შორის მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სამეულში "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავები კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.

ეს გამოცემა "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაში არაფერს წყვეტს, თუმცა ხვიჩას ასეთი აღირება ძალიან საამაყოა.

გთავაზობთ "ოქროს ბურთის" განახლებულ ტოპ-ათეულს:

1. კილიან მბაპე (პსჟ)
2. ლიონელ მესი (პსჟ)
3. ნეიმარი (პსჟ)
4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩში თავი 8 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და სერია A-ს მორიგ მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს.

altგინდ დაიჯერეთ, გინდ არა. "ოქროს ბურთი 2023" - კვარაცხელია უკვე ათეულშია!

alt"ხვიჩას შესაძლებლობებმა ხალხი გააგიჟა და "მარადონაზე" დააბრუნა" - La Gazzetta "კვარაზე"

მკითხველის კომენტარები / 9 /
გურს ქგგალე,გურს ხვიჩუ!!!შენ უნდა შექმნა ეპოქა ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში! ნაკრები ევროპაზე და მსოფლიოზე უნდა გაიყვანო! წიმა ულა ირიათო!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
30 ნოემბერი 2022 13:29
5
გახურებული მსოფლიო ჩემპიონატია,ბევრი მაგარი თამაში ვნახეთ და იმედია კიდევ იქნება არ ნაკლები ამ დროს ხვიჩა სააქართველოში ისვენებს ფოტოებს იღებს პრემიერთან,გუბერნატორებთან,დეპუტატებთან,მერთან, მღდელმთავრებთან და თანაც თურმე წინ მიიწევს ოქროს ბურთის პრეტენტეთა რეიტინგში................მაგარია, ვერაფერს იტყვი.....
boria
30 ნოემბერი 2022 12:57
19
ღრმადა ვარ დარწმუნებული 2023 წელი და შემდეგი ათეული ხვიჩას წლებია. ხვიჩა მაგალითია სხვა ქართველი ფეხბურთელებისათვის, რომ მონდომების და შრომის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ხვიჩას და მთელ საქართველოს.
თენგაბი
30 ნოემბერი 2022 12:51
2
რომელ ოქროს ბურთზეა ლაპარაკი რომელიც ორჯერ მიყიდეს უსინდისო კაცუნას.
სირცხვილია
30 ნოემბერი 2022 11:24
14
მე როგორც ფეხბურთის მეფე, გირჩევ აღარასდროს უყურო ფეხბურთს :))))))
პელე
30 ნოემბერი 2022 12:53
0
ბიჯოოო :). ბარემ გაატანონ ეგ ოქროს ბურთი მესის სამუდამოდ. ნამეტანია, ტეხავს უკვე :)
ციციკორე
30 ნოემბერი 2022 11:18
8
თუ საფრანგეთი ოთხეულში მოხვდა მბაპეს მისცემენ ოქროს ბურთს
დავით 67
30 ნოემბერი 2022 04:59
2
ეს წელი,მსოფლიოს ჩემპიონატისაა და დიდი ალბათობით,პირველ პოზიციებს,იქ გაბრწყინებული ვარსკვლავები დაიკავებენ.ხვიჩას მხოლოდ მაშინ ექნება შანსი,თუ ლიგაზე ზებრწყინვალედ ითამაშებს და მსოფლიოს პირველობას გადაფარავს.ვნახოთ,საახალწლოდ,უკვე გამოჩნდებიან,ნამდვილი პრეტენდენტები ვინ არიან.მერე,ჩემპიონთა ლიგამ შესაძლოა მცირე ცვლილებები კიდევ შეიტანოს.ასეა თუ ისე,მაგ სიაში მოხვედრაც უკვე დიდი წარმატებაა,სადებიუტო წლისათვის.
სოსო
29 ნოემბერი 2022 22:44
0
ვინისიუსი მისი ნამდვილი კონკურენტია და არა ჰოლანი. ხვიჩა ნორვეგიელზე პროდუქტიულია. წარმატებები ხვიჩას!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 21:19
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული