ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Football Italia და partenopei La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება.
"გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე - ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.
ეს ნეაპოლელთათვის საუკეთესო სიახლეა, რამეთუ უკვე კარგ ფორმაშია, ხალისობს, ხოლო მისმა ყვითელფორმიანმა გუნდმა თურქეთში შუადღისას მშვენიერ
ამინდში ორმხრივი თამაში მოიგო.
ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, "კვარა" ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება და საქმეს ხელახლა 4 იანვარს "ინტერთან" მატჩით დაიწყებს".
სულ მინდა ყველაფერი დადებითი კუთხით დავინახო მაგრამ არ გამოდის. როცა კომენტარებს ვკითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა სად, რა თემაზე, უბრალოდ ცუდად ვხდები.
სპორტის საიტებზე კი არა ლიტერატურის ჯგუფებშიც, კი სადაც წესით ნაკითხი ხალხი უნდა იყოს გაწევრიანებული, თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს.
არ მგონია პირისპირ შეხვედრილმა არამიანებმა ერთმანეთს ის აკადრონ, რის უფლებასაც სოც. ქსელში აძლევენ თავებს.
რომელიმე რეგიონზე და ქალაქზე აგდებულად და ღლიცინით საუბარი არის სიბნელის და ჩამორჩენილობის ნიშანი. ასევე ადამიანების გარეგნობაზე,წონაზე, საუბრის მანერაზე, კილოზე დაცინვა.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ იმხელა სიძულვილის ამოხეთქვას ვხედავ სოც. ქსელებში მეშინია ამ ხალხის.
გერმანიაში მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს უკვე სოც. ქსელებს, თუ იყენებენ გასართობად, ან პირადი კომუნიკაციისთვის მხოლოდ. ფოტოებსაც აღარ დებენ, რადგან პირადი მონაცემები არსად არ არის დაცული.
ამ საქართველოში რა არის, ეროვნული სიძულვილის ბუდედ რომ ვაქციეთ აქაურობა.
ვიღაცის სტატუსიდან სტატუსამდე ვცხოვრობთ, მერე ის რას უპასუხებს, მერე ის რას დაწერს, ხალხი რას დაუწერს. და ასე მიაქვთ ცხოვრება. 90 იანებში ეს სიძულვილი ქუჩაში გადმოიტანა წინა თაობამ და იქნებ ამ თაობამ მაინც შეძლოს და როგორმე შეაჩეროს ეს ნიაღვარი.
დაფიქრდით რას დაწერთ.რა თქმაუნდა ცენზურას არავინ გიწესებთ, უბრალოდ საკუთარ თავს დაუწესეთ და სხვა ადამიანებზე იფიქრეთ!
ღმერთო ჩემო, შენობით საუბარზეც ვერ გადავდივარ უცხო ადამიანთან ადვილად და ესენი ეგრევე შეურაცხყოფა და გინებაზე როგორ გადადიან, მართლა სად იზრდებიან არვიცი.
ასე მოხდა ეკლესის შემთხვევაშიც, როცა გესმის, როგორ მოუწოდებს შენი ეკლესია სიძულვილისკენ (ყველას არ ეხება) სხვა ადამიანების მიმართ, ყველა თავისუფლად მოაზროვნეს უჩნდება პროტესტი, მახსოვს ჩემს ბავშვობაში როგორ კეთროვანივით უყურებდნენ იეღოვას მოწმეების შვილებს მაგალითად, ყველაზე საშინელ ადამიანებად ითვლებოდნენ, ყველას შეეძლო მათი დამცირება, და არავის პასუხი არ მოეთხოვებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას არ წარმოადგენდნენ. აქ მხოლოდ თითო მაგალითით შემოვიფარგლები, თორე კიდე უამრავი იყო მსგავსი.
ამან მოიტანა მეორე უკიდურესობა, ის აზრი, რომ ეკლესიაში ყველა ბნელი მოძალადეა და მათ უნდა ვებრძოლოთ, რათქმაუნდა არაა ასე, მაგრამ უკიდურესობა იწვევს საპირისპირო უკიდურესობებს. არ გამოდის სხვანაირად. ქვეყანაც როგორ მხოლოდ ორ პოლუსზეა გადაყვანილი, ან ქოცი ხარ ან ნაცი ,მეტს ვერ წვდება გონება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ იქნებ საერთოდ სხვა იდეოლოგიის მიმდევარი ვარ, მაგალითად სიტყვაზე- ანარქისტი.
ტრანსპორტში ადგილის დათმობაზეც ვიტყვი:
გერმანიაში ყოფნისას, როცა მოხუცს ტრამვაიში ადგილი დავუთმე, ქალს ცრემლები წამოუვიდა სიხარულისგან და ათასი მადლობა გადამიხადა. ეს ჩემი კეთილი ნებით გავაკეთე და არა იმიტომ, რომ მევალებოდა. მეორე მხარის დამოკიდებულებას ყოველთვის გააჩნია, ის რომ ყოფილიყო აგრესიული მოხუცი (როგორებიც საქართველოში გვყავს) ჯოხით ხელში, რომელიც მთელს ავტობუსს მოსდებდა, როგორ ევალება ყველას მისთვის ადგილის დათმობა, მას სიამოვნებით ნამდვილად არ დავუთმობდი ადგილს, ალბათ ისევ ჩემი ზრდილობის გამო გავაკეთებდი, რადგან ოჯახში მასწავლეს ასე.
ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთ პატივისცევმაზე.
თქვენნაირი ინტელექტუალი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, ეს თქვენს გამართულად დაწერილ და შინაარსიან ტექსებში ჩანს. დარწმუნებული ვარ როგორი განსხვავებული მოსაზრეებიც არუნდა გქონდეთ, ყოველთვის არგუმენტებით შეეცდებით თქვენი აზრის განმტკიცებას და არა სხვისი შეურაცხყოფით.
დიდი ხანია აქ თქვენს კომენტარებს ვკითხულობ და ვაფასებ, მახსოვს როგორც ვიცავდით ხვიჩას თითქმის მარტო მე და თქვენ, შარშან აგვისტოში, როცა ნახევარი საქართველო ტრავმის მოგონებას აბრალებდა :)))
ადეკვატური ადამიანების ნაკლებობას ნამდვილად განვიცდით.
წარმატებები!
სკელეტონ,ჭკვიანი,წესიერი,მოაზროვნე ადამიანი ხარ,ვფიქრობ ძალიან ახალგაზრდა(ზოგიერთ პოსტში აშკარად ჩანს ხოლმე) და დარწმუნებული ვარ,ბევრ რამეს თვითონაც ხვდები ხოლო ბევრსაც, მალე მიხვდები.ეს სპორტული საიტია და სხვა თემებზე,წესით არ უნდა ვწერდეთ,მაგრამ რაც გაწუხებს,ეს სპორტსაც შეეხება და საერთოდ ჩვენს მომავალში არსებობასაც.ამიტომ არაფერი დაშავდება კი არა,აუცილებელიც კია,თუ ასეთ თემებზეც შევეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს.
ჰო,რაჭველები ნელები არიანო,ამაზე წამოვიწყე,მაგრამ "ყველაზე სწრაფები მსოფლიოშიც" ხომ მაგათზეა გადაღებული და ხანდახან,ფეხბურთსაც ძალიან მაგრად თამაშობენ.
ჩვენც უცებ ვიცით ვიღაცეების შეძულება და დარაზმვა იმის წინააღმდეგ. ყველას ვერ ეყვარება ყველა...
კრიტიკის უფლება კიდე ყველას უნდა ჰქონდეს. ცენზურას ვერ დააწესებ,მესიც და მარადონაც არ უყვარს 100% ს თავის ქვეყანაში. მაგრამ მათ ამით არაფერი აკლდებათ.
სანაია თუ ფიქრობს, რონ ხვიჩას შეეძლო იმ პრესკონფერენციაზე მერაბ დავალიშვილივით გამოსვლა, საქართველოს რუკის ამოღება და რუსეთი ოკუპანტიას ძახილი, იფიქროს რა პრობლემაა.
მე სხვანაირად ვფიქრობ. გამიხარდებოდა ასე რომ ექნა, ფართო მასებისთვის ეცნობებია რუსეთმა რაც დამართა ამ ქვეყანას და რასაც აკეთებს უკრაინაში მარა არ იყო ის პრესკონფერენცია მაგ ფორმატის, შეკითხვაც სხვანაირად იყო დასმული დ ყველა არაა ისეთი მჭერმეტყველი, გამოვიდეს და მიტინგის პათოსით ილაპარაკოს არასაჭირო ადგილას. ან რატომ უნდა ელაპარაკა 21 წლის ბიჭს მიტინგის პათოსით?!
ხვიჩამ უკვე იმაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნისთვის თავისი შრომით და თან ხმის ამოუღებლად, ვიდრე სანაიამ და სხვა ჟურნალისტებმა.
ერთი მიმართულებით და უკიდურესიბებისკენ არ უნდა გვქონდეს ტვინები განვითარებული, გააკრიტიკა და გააკრიტიკოს, ტოტალიტარიზმში ხომ არ ვცხოვრობთ, ვინმეს კრიტიკის უფლება რომ არ გვქონდეს, თუ არ ვეთანხმებით მის კრიტიკას საპირისპიროს დავწერთ და ასე შემდეგ...
რა საჭიროა ვინმეს მიმართ ამხელა აგრესია.
ნაპოლის კვარა.
დიდი წარმატებების სუნი მცემს
მაგრამ,
უფლის ნებაა როგორ წავა საქმე