"ეს "კვარაზე" ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!" - სოსა ხვიჩას შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო სოსამ, რომელიც "პარტენოპეის" ღირსებას 2004/08 წლებში იცავდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც არგენტინელმა აღნიშნა, იტალიური გუნდისთვის ქართველის მომჯობინება ძალიან მაგარი ამბავია. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი "კვარაზე" ახლა ისაა, რომ ის მოსამზადებელ ეტაპზე თავის თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება და სრულიად ჯანმრთელია.

თუ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი კარგადაა, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!

უბრალოდ, უნდა შეუწყდეს ზურგის ტკივილი. მისი საუკეთესო თვისებებით "ნაპოლი" კვლავ არაპროგნოზირებადი იქნება.

ეს დროებითი პაუზა იქნება გადატვირთვისა და ახლიდან თამაშის კარგად დაწყების საშუალება", - აღნიშნა სოსამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სოსა - შენ პირს შაქარი, ჩურჩხელა და გოზინაყი!
ვაჟა მასწავლებელი
13:58 05-12-2022
0
ამინ!!!
ზაზა
14:38 05-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული