Corriere dello Sport: ისინი მზად არიან დაბრუნდნენ, ირბინონ და "ნაპოლის" გამარჯვებაში დაეხმარონ

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უფრო და უფრო დაძაბულ ფაზაში შედის, მიუხედავად ამისა, იტალიური პრესა კვლავ "ნაპოლის" შესახებ წერს და მათ საჩემპიონო შანსებს აფასებს.

Corriere dello Sport-ის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი "სკუდეტოსთვის" ბრძოლაში "პარტენოპეის" მთავარი იარაღი იქნება.

"სეზონის დასაწყისში მათი კარგი თამაში გარკვეულ ეჭვს ბადებდა, გაგრძელდებოდა თუ არა დუეტის შედეგიანობა, თუმცა რამდენიმე თვისა და ერთად გატანილი 18 გოლის შემდეგ ამბავი სერიოზული გახდა.

ისინი მზად არიან
დაბრუნდნენ, ირბინონ, განახორციელონ დრიბლინგები, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში გააკეთეს. სამწუხაროდ, ოსიმენის ტრავმისა და კვარაცხელიას ზურგის ტკივილის გამო ამ ორმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად ჯამში 11 მატჩი ჩაატარა.

ზაფხულის ეჭვები გაქარწყლდა და ამ დროისთვის შესაძლებელ მოლოდინად იქცა. "სკუდეტოსკენ" სწრაფვა სწორედ მათზეა დამოკიდებული, ოსიმენის და "კვარას" სისწრაფეებზე, დრიბლინგსა და ოსტატობაზე, "პარტენოპეის" ქომაგებს ყველაზე მეტად ამ ორი კარგი და ამბიციური ბიჭის სჯერათ.

ეს არის ისტორია ორი პარალელური სამყაროს შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ოცნების კარიბჭესთან ხვდებიან, ამ ოცნებას კი "სკუდეტო" ჰქვია" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ ზაფხულს შეუერთდა, "პარტენოპეის" მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, ნიგერიელმა 14 მატჩში 10 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

"ნაპოლი" სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "მილანს" 8 ქულით უსწრებს, სპალეტის გუნდი ჩემპიონატის მომდევნო, მე-16 ტურში "ინტერს" დაუპირისპირდება. მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ეს "კვარაზე" ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია!" - სოსა ხვიჩას შესახებ საუბრობს

altარ გაიმეოროთ კვარაცხელიასთან დაშვებული შეცდომა - ვის აქვს მუნდიალიდან გრანდებში გადასვლის შანსი?

altიმავეს არ გაიმეორებენ, რაც კვარაცხელიაზე გააკეთეს - "მილანმა" და "ნაპოლიმ" 17 წლის ვუნდერკინდზე ბრძოლა დაიწყეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული