"ნამდვილი ჯადოქარია" - რა გააკეთა კვარაცხელიამ "ნაპოლის" გუშინდელ ვარჯიშზე [PHOTO]

AutoSharing Option
ilmattino.it ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავს ავრცელებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი ტკივილი აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

წყარო აღნიშნავს, რომ ქართველი კვლავ ჯადოქრობებს აკეთებს და მისთვის ფიზიკური პრობლემები უკანაა მოტოვებული.

თემას ავრცობს areanapoli, რომელიც აღნიშნავს, რომ "კვარამ" ვარჯიშზე ნაფრენში ზღაპრული სილამაზის გოლი გაიტანა და ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს. 

Sportall.Ge

მოკლედ, "პარტენოპეი" სეზონის განახლებისთვის თურქეთში სერიოზულად ემზადება. ხვალ, 7 დეკემბერს, ადგილობრივ "ანტალიასპორს" ამხანაგურად გაეჯიბრებიან, 10 რიცხვში პრემიერლიგის ბინადარ "კრისტალ პალასს" ეთამაშებიან, შემდეგ იტალიაში დაბრუნდებიან და ერთ ამხანაგურსაც "მარადონაზე" ჩაატარებენ.

"პარტენოპეი"
სერია A-ს 4 იანვარს, "ინტერთან" საგარეო მატჩით განაახლებს.

altდავიდე ანჩელოტი: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაგვახარე კვარენცო , გფარავდეს ღმერთი
ჯჯჯ
12:12 06-12-2022
4
არაპოპულარული აზრი: ნაპოლი წელს კი თამაშობს ტოპ დონეზე, მაგრამ მაინს ლაციოს, ფიორენტინას, ვილიარეალის, სევილიას და ა.შ დონეა. ასეთ გუნდებს სჩვევიათ ხოლმე უცებ აფეთქება, ზოგი ლიგის ფინალშიც კი გადის, ზოგს მოუგია კიდეც, მაგრამ ვერასდროს რჩებიან ზედაპირზე, განსხვავებით გრანდებისგან, ხშირად მსმენია, რომ ხვიჩა არ უნდა გადავიდეს არსად, მაგრამ იქნებ ახლაა ზუსტად ყველაზე კარგი შანსი? ვწერ და ნახევრად მეც არ ვარ დარწმუნებული ამაში, მაგრამ ვინ იცის? ღმერთით მალე ოქროს ბურთით გვენახოს
ლადო
19:43 06-12-2022
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული