"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს სტატია უნდა ამობეჭდონ ნაკრების ფეხბურთელებმა, და გამოიყენონ როგორც მოტივაცია! ჰოდა, როდესაც დიდ ტურნირზე გავალთ, იქიდან შემოუთვალონ მოკითხვა მარკოლინია თუ ვიღაც ნაფტალინი.. ;)
ქუთაისელი
07 დეკემბერი 2022 14:56
5
არა ვართ მთლად მასე ხელწამოსაკრავი, ცოტა მოითმინოს და მალე ნახავს საქართველოს ნაკრების საოცრებებს. მადლობა ღმერთს ხვიჩა ქართველად რო მოავლინა. ბევრი მისნაირი და უკეთესი ფეხბურთელები საქართველოს............... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოოოოოოოოო! სამწუხარო კი არა დიდი ბედნიერებააა ქართველად დაბადება!!!!!!!!!!!!!!!!!! საქართველო მალე გააოცების სამყაროს ყველაფერში და ფეხბურთშიც თან. ჩვენ მსოფლიო თას ავწევთ.!!!!!!!!!!!!!!! პესიმისტებმა გაა..ჯ..ან
ჯიმა
07 დეკემბერი 2022 21:07
3
მე თუ მკითხავთ, სირცხვილი ის უფროა, წყაროს მითითების გარეშე რომ გვთავაზობთ ასეთ სტატიებს... ორიგინალსაც თუ მოაყოლებთ, თავადვე გადავწყვეტთ, რა არის სირცხვილი და ვის სირცხვილზეა საუბარი - საქართველოს და ნორვეგიის თუ ბრაზილია - არგენტინის, მითუმეტეს, როცა მსოფლიო ფეხბურთში ნამდვილად ძალიან სამარცხვინო ამბები ხდება და რატომღაც ყველანი ძუძუს გოჭებივით არიან გატრუნულები...
ვოოტ
07 დეკემბერი 2022 14:30
2
ეხლა ეს ნორმალურია??!!
საქართველო უპირველესად
07 დეკემბერი 2022 13:35
4
ხვიჩა კვარაცხელია
* * * * *
ახალგაზრდა ტალანტია, სწრაფია და ცხელია,
საქართველოს სიამაყე: ხვიჩა კვარაცხელია.
კოლორიტი ვარსკვლავია, გაგვახარა ნაცია,
სპორტ-ბაზაზე მცხოვრები და თავმდაბალი კაცია.
*******************************************************
ქინქლაძეს და შოთას მერე დადგა თითქოს უკუნი,
ბევრმა ვიწყეთ ჯავრობა და ზოგმა ლამის სლუკუნი..
მაგრამ ღმერთმა გვიწყალობა სიხარული ახალი,
როგორც მშიერთ საახალწლო ნუგბარების ხახალი. *******************************************************
ქართულ ბურთის ლეგენდების აიტაცა ალამი,
მეც ავენთე და საქებრად მოვიმარჯვე კალამი.
ფუტბოლისტი ჯადოქრების ჩაიბარა შტანდარტი,
გაარღვია ჯებირები, განაახლა სტანდარტი *****************************************************
ევროპაშიც გაიბრწყინა, გვასახელა ერია,
გულზე გასკდეს ქართველობის უძინარი მტერია!
დიდ-პატარას, მრავალს პირზე აკერია ხვიჩას ქება,
ხალხმა იცის წესიერი ვირტუოზის პატივგება. ***********************************************************
ის ახალი მარადონა, გრაფი, ლორდი, დონია,
ამას წინათ დაგვიმარცხა ჩვენში მაკედონია.
მიეღწიოს და აეღოს ბურთის მეფის ტიტული,
მარად ტოვოს მასთან მრკენი დაღლილ-გამოფიტული . ***************************************************************
მტრის რიგებში შეიჭრება, გადასცემს და დახვდება,
ქორის ფანდით მოპაექრე გუნდიც უცებ წახდება.
რომ იმედი არ არი და ვერ იგებსო ნაკრები,
უცებ ხვიჩას დარტყმა, გოლი, ასე ქრიან მაგრები.. *************************************************************
ხომ დაარქვეს ,,კვარადონა", ახალ მეფეს მოველით,
მუნდიალზეც გაებრწყინოს ილეთებით ყოველით.
დავულოცოთ გზა და კვალი, წლობით ჭექდეს ყველგან მყარად,
საქართველოს, ჩვენი ბურთის, ყველა ხალხის გასახარად! ********************************************************************
თავდადებით და ძლევებით სულ გეფრინოს მწვანე მოლზე,
შენს შემყურე ქომაგობა ზეიმობდეს დარტყმა-გოლზე,
აბა მაგრად, ჩვენო ჩემო ხვიჩა, პოეტი ვარ ქებული,
შენზე იყოს საფეხბურთო ლექსთა ერთი კრებული.

კონსტანტინე ფალავანდიშვილი.
17.11.2022. თბილისი.
კოტე ფალავანდიშვილი
07 დეკემბერი 2022 18:20
10
დაკა დოლი,
გაწი გარმონი!
ტიტუუუუუუუ )))
ტაში კუკური!
07 დეკემბერი 2022 18:53
0
მშვენიერი ლექსია. ძალიან მომეწონა.
ბოლოსწინა სტრიქონში ორი მარცვალია ზედმეტი. ალბათ მექანიკური შეცდომაა. ან “ჩემო ხვიჩა” უნდა იყოს, ან “ჩვენო ხვიჩა”. სამწუხაროდ “ჩვენო ჩემო ხვიჩა” სტრიქონში ვერ ეტევა.
კონსტანტინე
07 დეკემბერი 2022 20:07
1
ჯერ ერთი ის ქართველია და ქართველად დარჩება და მეორე იტალია გავიდა?
მიშა
07 დეკემბერი 2022 15:41
2
დავაი რა
იტალია ხო გყავს ჩემპიონატზე
მე
07 დეკემბერი 2022 13:34
3
ჩვენი ნაკრების სხვა წევრები "აღფრთოვანებულები" იქნებიან ამ სტატიით!!! ბრავო ...
არდილეს
07 დეკემბერი 2022 13:37
1
ჩემი ნება, რომ იყოს , მსოფლიო ჩემპიონატს ერთ გუნდს დავამატებდი, რომელსაც ფიფა-ს ნაკრები ერქმეოდა და იგი მსოფლიოზე ვერ მოხვედრილი ქვეყნების ფეხბურთელთა ნაკრები იქნებოდა.
irakli81
07 დეკემბერი 2022 20:39
9
ფიფას ნაკრები არა ტოროლა! საქართველომ უნდა ითამაშოს დიდ ფორუმებზე. ხვიჩაც იმიტომ მიყვარს რომ მისი იმედი მაქვს საქართველოს მოეხმარება ამაში, თორემ საქართველოს სახელით თუ არ ითამაშა, არც ნაპოლი და არც რაღაც ფიფას ნაკრები ასი წელი არ მაინტერესებს!
?!
07 დეკემბერი 2022 22:09
2
შენი და შენი კომენტარის დამლაიქებლების ტვინში ჩამახედა ერთი. რა ფიფას ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე რა სისულელეა, ვის რაში აინტერესებს ეგეთი ნაკრები, ან ვინ უნდა უგულშემატკივროს.
შაკო
07 დეკემბერი 2022 22:10
3
ყველა გამოხმაურება
კომენტარებში თავი რომ გაიგიჟეთ, რა თქვა მაგ ტიპმა არასწორი? კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები რომ ნიჭიერი-ზარმაცა ეგოისტების თავშეყრაა, ეს რამდენჯერ დამტკიცდა?! როგორც კი ხვიჩა გაყავთ დასასვენებლად, სოფლის გუნდები გვიქმაბექებენ.
Რაგბის ფანი
07 დეკემბერი 2022 14:49
15
არასწორია იმედგაცრუების და სირცხვილის ერთ სიბრტყეში განხილვა... ჩვენ და ნორვეგიელები სამართლიანად ვამაყობ ხვიჩათი და ჰალანდით და არც ჩვენზე მეტად სწყდება გული ვინმეს მთელ მსოფლიოში იმის გამო, რომ მუნდიალი მათ გარეშე ტარდება... და ახლა თუ ბატონ მარკოლინის დავუჯერებთ, სირცხვილით უნდა ვიამაყოთ?!... შენი აზრით, როგორც ყველაზე ვაჟკაცური და სამართლიანი სპორტის სახეობის ფანს, რა უფრო დიდი სირცხვილია,- ის, რომ ჩვენ და ნორვეგიელებმა, ასე ვთქვათ, არასაფეხბურთო გარემოში შევძელით ხვიჩასა და ჰალანდის გამოზრდა, თუ ის, რომ არგენტინამ და ბრაზილიამ, ან თუნდაც გერმანიამ, ესპანეთმა და პატივცემული მარკოლინის იტალიამ ვეღარ აჩუქეს მსოფლიოს იმ დონის ვარსკვლავები, რომ სხვისი ვარსკვლავები და მათი უთამაშებლობა არ ეგლოვათ?!...
ვოოტ
07 დეკემბერი 2022 15:39
2
"ხვიჩა ჩვენ გამოვზარდეთო" - ძალიან ხმამაღალი ნათქვმია. ჩვენ ფეხბურთელების გაზრდა რომ ვიცოდეთ, ბევრი გვეყოლებოდა. როცა ერთი გყავს, ის არის შემთხვევითობა და არა სისტემის მუშაობის შედეგი. ჩვენი სისტემა შორეულ წარსულშია ჩარჩენილი. ბავშვთა მწვრთნელები სწორ სირბილსაც კი არ ასწავლიან ბავშვებს. ფიზიოთერაპიაზე ხომ სუბარიც ზედმეტია. იმიტომაც, ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელების 90% ლეგიონერულ კარიერას ლაზარეთში ატარებს.
Რაგბის ფანი
08 დეკემბერი 2022 11:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული