"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარასა" და საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ Radio Marte-ს ეთერში იმ ვარსკვლავების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ასპარეზობენ.

რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:

"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.

მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 40 /
ეს სტატია უნდა ამობეჭდონ ნაკრების ფეხბურთელებმა, და გამოიყენონ როგორც მოტივაცია! ჰოდა, როდესაც დიდ ტურნირზე გავალთ, იქიდან შემოუთვალონ მოკითხვა მარკოლინია თუ ვიღაც ნაფტალინი.. ;)
ქუთაისელი
14:56 07-12-2022
5
არა ვართ მთლად მასე ხელწამოსაკრავი, ცოტა მოითმინოს და მალე ნახავს საქართველოს ნაკრების საოცრებებს. მადლობა ღმერთს ხვიჩა ქართველად რო მოავლინა. ბევრი მისნაირი და უკეთესი ფეხბურთელები საქართველოს............... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ოოოოოოოოოოოოოო! სამწუხარო კი არა დიდი ბედნიერებააა ქართველად დაბადება!!!!!!!!!!!!!!!!!! საქართველო მალე გააოცების სამყაროს ყველაფერში და ფეხბურთშიც თან. ჩვენ მსოფლიო თას ავწევთ.!!!!!!!!!!!!!!! პესიმისტებმა გაა..ჯ..ან
ჯიმა
21:07 07-12-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული