კვარაცხელიას პირველი ტაიმი, რასპადორის დუბლი და "ნაპოლის" გამარჯვება "ანტალიასპორთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთში ორკვირიან შეკრებაზე მყოფმა „ნაპოლიმ“ ამხანაგურ მატჩში „ანტალიასპორი“ 3:2 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ხვიჩას საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რასპადორიმ პირველი გოლი მისი აქტიურობის შემდეგ გაიტანა. მოკლედ, მთავარია დაბრუნდა, მალე ფორმაში ჩადგება და უთუოდ კვლავ გაგვახარებს.

სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რასპადორისა და პოლიტანოს გოლებით დაწინაურდნენ. მერე რასპადორიმ ბურთი ძელს გაარტყა, ოსიმენმა მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში მწვრთნელმა სპალეტიმ შვიდი ფეხბურთელი შეცვალა, „ნაპოლიმ“
კი საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა.

რასპადორიმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ნაპოლი“ 11 დეკემბერს ბელეკში „კრისტალ პალასთან“ გამართავს.

ანტალია. „კორენდონ ეირლაინს პარკი“

ანტალიასპორი - ნაპოლი 2:3
გოლები: 0:1 რასპადორი (9), 0:2 პოლიტანო (15), 1:2 მეჰმედი (55), 1:3 რასპადორი (61), 2:3 ოზმერეტი (86)

მკითხველის კომენტარები / 6 /
live.ge-ზე იყო მატჩი და ამავე არხზე იქნება კრისტალ-პალასთან მატჩი. პირველ გოლის გატანისას კვარამ თუ დააკვირდით ანტალიასპორის მეორე ფეხბურთელს გასაქანი
არ მისცა...
ლაშა
08 დეკემბერი 2022 11:55
1
ვუყურე თამაშს, ჩვეულებრივი ვარჯიში იყო, მეორე ტაიმში სულ უცნობები გამოყარა სპალეტიმ.. რასპადორის გარდა მინდორზე არავინ ჩანდა
papai
08 დეკემბერი 2022 10:07
1
არ მინახავს თამაში. რადგან გოლი არ გაუტანია სავარაუდოდ უაზრო კომენტარებს დაწერენ. :დ
კლავიატურელებისთვის ხო გოლია მთავარი
.
08 დეკემბერი 2022 01:30
2
რა ქნა კვარაცხელიამ ერთი მაინც ვერ გაიტანა? ასე იცის გართობამ…
antalia
08 დეკემბერი 2022 00:48
65
აჰაა ზუსტად ასეთებზე დავწერე ზემოთ და გამოჩდნენ, გამოვიდნენ სოროებიდან :))
.
08 დეკემბერი 2022 11:48
1
შურით არ გასკდე!!!!!!!!!!!!
ვაჩე!
08 დეკემბერი 2022 09:40
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული